შენც დაპატიჟებული ხარ 

ათწლეულების წინ, ინდონეზიაში, სულავესის კუნძულის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე ნახატებს მიაგნეს. უახლესი ტექნიკის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ნახატები 51 200 წლის წინ არის შექმნილი და უძველესი ნარატიულიხელოვნების ნიმუშებია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. მკვლევართა აზრით, ასეთ ნახატებს ადრეული ჰომო საპიენსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კედლებზე ასახულია ღორებზე ნადირობის სცენა – ასე ამცნომსოფლიოს ერთმა სტატიამ უძველესი ხელოვნების შესახებ. მოდი, დრო ავაჩქაროთ, ჰომო საპიენსი უფროდავაჭკვიანოთ და გავუჩინოთ გამოცდილება. მივიღებთ დედამიწას, სადაც სამყაროს უკიდურესი წერტილებისშესასწავლად კოსმოსში ვუშვებთ ჯეიმზ ვების ტელესკოპს. ტექნოლოგიური განვითარების თანადროულადვითარდება დღეისათვის არსებული მეცნიერული თუ კულტურული დარგებიც, მაგრამ, ასეა თუ ისე, ადამიანები ვართდა ვერაფერს ვაფრენთ, კუჭში რამეს თუ არ ჩავუშვებთ. და რაკი ქართული სუფრა ცალკე კულტურა და „აკადემიაა“,მოდების წერტილი არქაულიდან დღევანდლამდე მოვდოთ და წარმოვიდგინოთ, რამხელა ნიჭია ჩაღვრილი იმმრავალფეროვნებაში, რასაც ქართული კულინარია ეწოდება.

მარიამ ბიწაძის სტუდენტური ფილმი, „სუფრა“ (2022) წარმოადგენს ნამუშევარს, რომელშიც ის მარადიული თემააგანხილული, რასაც კვება ეწოდება. ფილმი მისი საწყისიდან ბოლომდე ქართული სუფრის დეგრადაციისდოკუმენტირებული ვიდეომასალაა. მასში აღწერილი მოვლენები ქართველი მაყურებლისთვის იმდენად ნაცნობია, რომ რომელიმე პერსონაჟთან თავს აუცილებლად გააიგივებს. თუ ასე არ მოხდა, რეჟისორს გამოსავალიც აქვსნაპოვნი, ფილმის ძირითად მომენტებში გადაღების კუთხე ისეა შერჩეული, თითქოსდა, სუფრას თავადაც უზიხარ დაუტყვი მაყურებლის როლით აკვირდები მოვლენებს.

ამ ფილმის დაყოფა ნაწილებადაც შეიძლება: ა) „საყიდლები“ – მიმყოლი კამერა ფილმის მთავარ პერსონაჟთან,ნელიკოსთან ერთად ადრიანი დილის ბაზრის ფუსფუსს შეგაგრძნობინებს. ვაჭრობისა და პროდუქციისმრავალფეროვნების წარმოჩენა თითქოს მაყურებელსაც რთავს ამ პროცესში და თავადაც განდომებს სარფიანადშეაძენინო ნელიკოს პროდუქცია; ბ) „სამზადისი“ – რეჟისორს მხოლოდ თქვენი ვიზუალური კმაყოფილება არ სურს.იგი გრძნობის კიდევ ერთ ორგანოს უმძაფრებს საქმეს და ყურისათვის სასიამოვნო ხმებით ამრავალფეროვნებსდრამატურგიას. სწრაფ მონტაჟში გაშარჟებული, ვითომდაც იოლად მოსამზადებელი ქართული კერძებისდასრულება ნელიკოს მრავალწლოვან გამოცდილებაში დაგარწმუნებს. გ) „სტუმრებთან შეხვედრა“ – კარზე კაკუნიდა აი, აქ ჩნდება პირველად ნელიკოს ქმარი, ზურა, რომლის საქმეც, როგორც ჩანს, მხოლოდ ღვინის მოძიება-გადმოღებაში ვლინდება. სტუმრები კარგად ნაცნობი, სახასიათო, ქართულ თემატიკას მორგებული პერსონაჟებიარიან. ამ მომენტიდან ფილმი იმ რელსებზე დგება, რისთვისაც ლოკომოტივი იკრეფდა ძალას. უდიდესიგანსხვავება, რაც ქართულ სუფრაზე მარტივად შეგვიძლია აღვიქვათ, ქალები მარცხნივ არიან, კაცები კი – მარჯვნივ, ანდაც პირიქით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ უთანასწორობის იდეა იბადება. რეჟისორის ხედვა მეტად ფემინისტურია, რაც ნელიკოსა და თამილას პერსონაჟებში კარგად იკვეთება. თამილა ემიგრანტი ქალის სახეა, რომელიც აგერ უკვერა ხანია, რაც გადაიხვეწა უცხოეთში. მიზეზი თავდაპირველად კარიერის გაგრძელება იყო, მაგრამ ფილმის შუა ნაწილში ირკვევა, რომ ოჯახის ჩრდილოვანი ლიდერი თავადაა. ამით რეჟისორი გვანიშნებს, რომ რეალურ ძალასოჯახში ქალები წარმოადგენენ. თამილასავე თქმით, მისმა ქმარმა ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია, მას კი მოუწია ეკისრაოჯახზე ზრუნვა. ფილმში არა ერთი დიალოგია სხვადასხვა თემაზე, რაც მის შეკრულობასა და უტყუარობასგანაპირობებს. ფილმი არ ტრიალებს მხოლოდ ერთი თემის გარშემო, მაგრამ შორს მაინც არ მიდის. რეჟისორს სურს, სრული სიცხადით დაგვანახოს როგორ დამახინჯდა ქართული სუფრა, სადაც ქალები ერთმანეთზე ჭორაობენ, კაცები კი იმიტომ უცინიან ერთმანეთს, რომ ღვინით დაითრონ თავი, ამასობაში კი თავად ნელიკო ლამის ყველასგადაავიწყდება. აღნიშვნის ღირსი საერთოდ არა არის თამადა, რომელიც იმდენად ჩვეულებრივია, რომ ნებისმიერდროს, ნებისმიერ სუფრაზე იხილავთ ამდაგვარ პერსონას. რეჟისორის ჩანაფიქრიც იგივეა – მას უნდოდა შეექმნასახე, რომელიც იქნებოდა ყალბი, უბრალოდ, სხვადასხვა ოდენობის ღვინოს რომ იტევს; დ) „დაშლა-არმოშლა“ – ამეტაპზე ვარკვევთ, რომ ფილმი გადმოგვცემს 2009 წლის ამბავს, ვინაიდან ტელევიზორთან ჩაძინებული „ოჯახისუფროსი“ უყურებს საფეხბურთო მატჩს იტალიასა და საქართველოს შორის. ნელიკო, დღის განმავლობაში,პირველად უჯდება სუფრას, ცარიელს, ისეთივე ცარიელს, როგორც მის ირგვლივ მჯდომები არიან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მომენტი, რომელიც ნელიკოს შინაგან ფიქრებს გადმოგვცემს, როდესაც მას სამადლობელსადღეგრძელოზე ეპატიჟებიან. სწორედ ამ შინაგანი ფიქრებისთვის არის ეს ფილმი გადაღებული, რათა დაგვანახოსდიასახლისური რუტინის სიმძიმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ამით სიამოვნებას ვერ იღებს. ფილმი რომ ამკადრზე დამთავრებულიყო, აზრს მაინც არ დაკარგავდა, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ დამატებითი სიამოვნებისქრონომეტრაჟია.

ფილმის სამსახიობო შემადგენლობა პროფესიულია, რაც მის დრამატულ ოსტატობას ზედა საფეხურზე სწევს, მხოლოდ ნელიკოს პერსონაჟი ვერ თამაშობს ისე, როგორც საჭიროა. ეს შეიძლება ერთგვარი ხერხიც იყოს, რომთითქოსდა რეალური ადამიანი მარტოა პირფერ სტუმრებს შორის. ოპერატორი ფილმის ყველა ეტაპზე კომფორტსანიჭებს მაყურებელს, მისი მიზანსცენებითა და წინ წამოწეული მთავარი სათქმელის სწორად გადაღების მხრივ. მონტაჟი იმდენად დროულია, რომ როდესაც მოგინდება სხვა მხრიდან შეხედო ამა თუ იმ სცენას, თითქოსმემონტაჟეს შენი ესმის და უმალვე გიცვლის ხედს.

საერთო ჯამში, ეს ფილმი გამოვიდა რეალიზმის კარგი მაგალითი, რომელსაც, შესაძლოა, უცხოურ ეკრანებზე ან კინოფორუმებზე მოხვედრა გაუჭირდეს, მაგრამ ქართულ აუდიტორიას იგი აუცილებლად დააინტერესებს.

ამირან ჯიმშერაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *