პირველად ქართული კინოს ისტორიაში ქართული კინოკრიტიკის პორტალი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ქართული კინოს მიმოხილვა

პლატფორმა „ქართული კინოს მიმოხილვა“ (Georgian Film Review) ეძღვნება თანამედროვე ქართულ კინოს, მის თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს, თუმცა მკითხველი მასში იხილავს გარკვეულ მასალას ქართული კინოს ისტორიიდან და, აგრეთვე, უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს. 
ვებგვერდის მუშაობაში მონაწილეობენ პროფესიონალი და სტუდენტი კინომცოდნეები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულსა და სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურსა და ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კინოკრიტიკის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებაში, ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში. 
ვებგვერდი ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ქართული კინოთი დაინტერესებულმა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა კინომოყვარულმა მიიღოს სასურველი და სათანადო ინფორმაცია. 

ნიკო ლორთქიფანიძის „ტრაგედია უგმიროთ“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მტკივნეული ნაწარმოებია, ადამიანური თავმოყვარეობის, სინდისისა და სიღარიბის გარდაუვალი დაპირისპირების ამბავი. რევაზ ნასიძის ამავე სახელწოდების ფილმი (2024) ამ თემას ახალ ცხოვრებას …

ქართული თანამედროვე კინო ბოლო წლებია განსაკუთრებულად პოლიტიკურია. ყოველივე ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გადააზრებისა და მისი ახალი კუთხით დანახვის მიზნით ხდება. რუსუდან გლურჯიძემ მისი პირველივე ფილმით, „სხვისი სახლი“ …

კაცმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა მოასწროს: ჰყავდეს შვილი, დარგოს ხე, ააშენოს სახლი. სანამ კაცი ამას ასწრებს, ქალი რას შვრება? პიროვნების იდენტობის, დამოუკიდებელი ადამიანის საკითხი ხელოვნებისათვის, ალბათ, მაინც ყველაზე საინტერესო თემას …

არსებობენ გენიალური რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაში ძნელია გამოარჩიო ერთმანეთზე უკეთესი ფილმი და მას „Magnum opus“ უწოდო. რაც არ უნდა ხშირად ნახო საუკეთესო რეჟისორების კარგი ფილმები, შეიძლება რომელიმე გამორჩეულად შეიყვარო, მაგრამ „აღიარო“, …

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კავეა
საქართველოს ეროვნული არქივი
კავეა+
ქართული ფილმი