


პირველად ქართული კინოს ისტორიაში ქართული კინოკრიტიკის პორტალი.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ქართული კინოს მიმოხილვა
პლატფორმა „ქართული კინოს მიმოხილვა“ (Georgian Film Review) ეძღვნება თანამედროვე ქართულ კინოს, მის თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს, თუმცა მკითხველი მასში იხილავს გარკვეულ მასალას ქართული კინოს ისტორიიდან და, აგრეთვე, უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.
ვებგვერდის მუშაობაში მონაწილეობენ პროფესიონალი და სტუდენტი კინომცოდნეები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულსა და სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურსა და ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კინოკრიტიკის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებაში, ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში.
ვებგვერდი ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ქართული კინოთი დაინტერესებულმა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა კინომოყვარულმა მიიღოს სასურველი და სათანადო ინფორმაცია.




თანამედროვე ქართული კინო ხშირად ადამიანის შინაგან მარტოობას, ტკივილსა და უხილავ ტრავმებს იკვლევს. განსაკუთრებით ეს ტენდენცია ახალგაზრდა რეჟისორებში შეიმჩნევა. ისინი გაბედულად მცირე ბიუჯეტით, პირადულ ამბებზე დაფუძნებული ნარატივებით ცდილობენ ემოციური თემების გადმოცემას. …
სიღარიბე საშინელი რაღაცაა, პირდაპირ სულში გწვდება და ადამიანობას გართმევს ისეთი ნელი აგონიით, რომ საკუთარ თავს ვეღარც ცნობ. არ იცი, რისთვის გააბიჯებ თბილი ოთახიდან გაყინულ ქალაქში. სევდიან რუტინად ქცეული ყოველდღიური პირქუში …
ივანე ბეგიაშვილის სტუდენტური ფილმი, „დიალოგი ტბის პირას“ (2022), რომელიც გადაღებულია რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის – „დიალოგი წყვდიადში“ მოტივების მიხედვით, უფრო საინტერესოს ხდის მის ყურების პროცესს. მიუხედავად ამისა, დასასრულისას რჩება შეგრძნება, რომ …
თანამედროვე ქართული კინო, მიუხედავად იმისა, რომ თემატური მრავალფეროვნებითა და თანადროულ სოციალურ პროცესებზე რეაგირებით გამოირჩევა, კვლავაც აქტიურად განაგრძობს გასული საუკუნის მნიშვნელოვანი ტკივილიანი ამბების რეპრეზენტირებას. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ თემები, რომლებიც, …
სასარგებლო ბმულები
- +995 577 270 088 ხათუნა ხუნდაძე
- info@gfr.ge
- ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ახმეტელის ქ. N10ა, 0159
