ქართული კინოს მიმოხილვა

პლატფორმა „ქართული კინოს მიმოხილვა“ (Georgian Film Review) ეძღვნება თანამედროვე ქართულ კინოს, მის თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს, თუმცა მკითხველი მასში იხილავს გარკვეულ მასალას ქართული კინოს ისტორიიდან და, აგრეთვე, უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.
ვებგვერდის მუშაობაში მონაწილეობენ პროფესიონალი და სტუდენტი კინომცოდნეები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულსა და სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურსა და ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კინოკრიტიკის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებაში, ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში.
ვებგვერდი ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ქართული კინოთი დაინტერესებულმა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა კინომოყვარულმა მიიღოს სასურველი და სათანადო ინფორმაცია. 

პროექტის ხელმძღვანელები

ხათუნა ხუნდაძე

პროექტის ხელმძღვანელი, კინორეჟისორი და პროდიუსერი. სამედიცინო განათლების (პედიატრი) მიღების შემდეგ, სწავლა გააგრძელა გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკა/ქანდაკების განხრით. ლუდვიგსბურგის კულტურის მენეჯმენტის ინსტიტუტში სწავლის გასრულების შემდეგ მუშაობდა გამოფენის კურატორად და ივენთ მენეჯერად, როგორც თავისუფალი ხელოვანი, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. შტუტგარტში დააარსა არაპროფესიონალ მხატვართა გალერეა. 2012 წლის ბოლოს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კურირებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტს. 2012-2014 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, კინოტელერეჟისორის სპეციალობაზე. 2016 წლიდან არის სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შემდგომში – თავმჯდომარე, ქართული ფილმის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, 2020 წლიდან – მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი. რეჟისორის რანგში გადაღებული აქვს რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, მუშაობდა კინომხატვრად, სცენარის ავტორად, კინოპროდიუსერად. ამჟამად, არის მერაბ კოკოჩაშვილის სრულმეტრაჟიანი კინოსურათის პროდიუსერი. ამასთანავე, იგი 70-მდე წიგნის შემდგენელია.

ზვიად დოლიძე

პროექტის ხელმძღვანელი და რედაქტორი, კინომცოდნე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი. შვიდი წიგნისა და 50-ე მეტი სამეცნიერო სტატიის (დაბეჭდილია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ავტორი, სამი კრებულის თანაავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, რამდენიმე წიგნის, ჟურნალისა და კრებულის რედაქტორი, საერთაშორისო კინოფესტივალების (ბულგარეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბელარუსი, უნგრეთი, მოლდოვა და სხვ.) ჟიურის წევრი, საქართველოს კინოაკადემიისა და ასოციაცია „სინერამას“ წევრი, თბილისის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალის „ოქროს პეპელა“ აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კავეა
საქართველოს ეროვნული არქივი
კავეა+
ქართული ფილმი