


პირველად ქართული კინოს ისტორიაში ქართული კინოკრიტიკის პორტალი.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ქართული კინოს მიმოხილვა
პლატფორმა „ქართული კინოს მიმოხილვა“ (Georgian Film Review) ეძღვნება თანამედროვე ქართულ კინოს, მის თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს, თუმცა მკითხველი მასში იხილავს გარკვეულ მასალას ქართული კინოს ისტორიიდან და, აგრეთვე, უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.
ვებგვერდის მუშაობაში მონაწილეობენ პროფესიონალი და სტუდენტი კინომცოდნეები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულსა და სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურსა და ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კინოკრიტიკის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებაში, ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში.
ვებგვერდი ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ქართული კინოთი დაინტერესებულმა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა კინომოყვარულმა მიიღოს სასურველი და სათანადო ინფორმაცია.




ზოგჯერ ყველაზე მტკივნეულად მარტოობას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სხვა ადამიანთან ერთად ვართ. ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ არ ნიშნავს კავშირს – შეიძლება ორი სხეული ერთმანეთის გვერდით არსებობდეს და მათ შორის მაინც გადაულახავი მანძილი იდგეს. ამგვარ მდგომარეობაში სიტყვებიც კარგავს თავის მნიშვნელობას: როცა ერთმანეთის დანახვა და მოსმენა შეუძლებელი ხდება, ადამიანი თანდათან საკუთარ თავთანაც კარგავს კავშირს. ამ უხმო სიცარიელეს ადამიანი იშვიათად უძლებს. ის სასოწარკვეთილი ცდილობს იპოვოს რაღაც, რაც ამ გაწყვეტილ კავშირს დროებით მაინც აღადგენს – იქნება ეს ილუზია, ნარკოტიკი თუ სხვა ადამიანი. ნარკოტიკი რეალობისგან გაქცევის, ტკივილის გაყუჩებისა და ილუზორული სიმშვიდის პოვნის სუროგატად იქცევა, თუმცა ის, რაც თავდაპირველად ხსნად გვეჩვენება, საბოლოოდ კიდევ უფრო ღრმა დამოკიდებულებისა და იზოლაციის ჭაობში გვძირავს. არსებობს დამოკიდებულების ბევრად უფრო მძიმე, ანატომიური ფორმაც: როდესაც ნარკოტიკი ნივთიერება კი არა, მეორე ადამიანია, როდესაც ვიღაცის არსებობა იმდენად აკვიატებული ხდება, რომ მის გარეშე საკუთარი არსებობაც აბსურდად გეჩვენება. ასეთ დროს მეორე ადამიანი ერთდროულად გვევლინება ჟანგბადადაც და იმ „პოლიეთილენის აპკადაც“, რომლის გარეშეც სუნთქვა შეუძლებელია და რომელიც, ამავდროულად, ნელ-ნელა გგუდავს. სწორედ ამ ტრაგიკულ წინააღმდეგობაზე აგებს რეჟისორი მარი მანაგაძე სტუდენტურ ფილმს, „მანია“ …
ბოლო, რამდენიმე წელია, საქართველოს კინოცხოვრების ჩვეული წესი შეიცვალა. შემოქმედებით პროცესებს სხვა – პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამოქალაქო, საპროტესტო ნაკადები შეერია. უფრო ზუსტად, გადაიფარა, უკანა ხედზე გადაიწია და შედარებით, გაპასიურდა. თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, …
თანამედროვე ქართული კინო ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ცდილობს მაყურებელს არა მხოლოდ საინტერესო ამბავი მოუყვეს, არამედ დააფიქროს კიდეც. ამ ფილმებში ხშირად მთავარი მოქმედება კი არა, არამედ გარემო და ადამიანის შინაგანი …
ყველაფერს ამქვეყნად, როგორც ჯოხს, ორი ბოლო აქვს: ადამიანის სიცოცხლეც ამ ორ უხილავ წერტილს – დასაწყისსა და დასასრულს შორის მოქცეული გზაა. გზა, რომელსაც ადამიანი ირჩევს და გადამწყვეტი ხდება. ამ მარადიულობას ისიც …
სასარგებლო ბმულები
- +995 577 270 088 ხათუნა ხუნდაძე
- info@gfr.ge
- ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ახმეტელის ქ. N10ა, 0159
