შენგან გაზრდილმან ვისწავლე შენივე მსგავსი სიკეთე

მისტიკური გარემო კოცონთან, ტყეში… ასაკოვანი ქალი თვალდახუჭული კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“. მას მსმენელიც ერთი ჰყავს – ისიც ქალი, ახალგაზრდა, საოცარი გარეგნობის, თავდაბურული. თითქოს უდროობაში  გარინდებულები მინდობიან სიტყვების მაგიას… ეს ნებისმიერი ეპოქა შეიძლება იყოს – რუსთაველის ხანიდან დაწყებული დღემდე. ამგვარი სცენით იწყება ერეკლე ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „რუსთაველის ქვეყანა“ (2023). ქალი, რომელიც ფილმში „ვეფხიტყაოსანს“ კითხულობს, ამ პოემის ზეპირად მცოდნეა, […]

შენგან გაზრდილმან ვისწავლე შენივე მსგავსი სიკეთე Read More »

ნანას თაობის ავტოპორტრეტი

როგორ ცხოვრობს დღევანდელ საქართველოში ხელოვანი, რომელმაც უკვე მიაღწია შუა ასაკს და ოდესღაც არსებული მომავლის გეგმები, მიზნები და ოცნებები, რეალობის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გამო, წარსულში დარჩა და მომავალი მხოლოდ „იძულებითი მიგრაციის“ იმედად უჩანს?! ამ თანადროული და მნიშვნელოვანი საკითხების მხატვრული, მოქალაქეობრივი და პერსონალური გააზრებაა ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (2024), მისი, თამარ ბართაიასა და ჯორჯ

ნანას თაობის ავტოპორტრეტი Read More »

არსებობა მეტს იტევდა, ვიდრე თავად არსება

„პატარა პრინცის“ ზღაპარი იმდენად ცვლიდა ადამიანების წარმოდგენას განზომილებით არსებულ მოცემულობებს შორის, რომ არცოდნის სიმძიმესა და ტრაგიკულ შედეგებს სამიზნეც კი არ ჰყავდა. უფრო იოლად თუ გავყვებით ამ ამბავს, პატარა პრინცის სიმშვიდით მოსილმა ცოდნამ ადამიანებისა და ცოცხალი არსებების შესახებ ყველაზე სასოწარკვეთილი დაუცველი შიშების წიაღში გაიარა და თითქოს გააქრო ისინი, როდესაც ეკზიუპერის ზღაპარმა ჰპოვა ადამიანებისკენ გზა. ამ ზღაპრის

არსებობა მეტს იტევდა, ვიდრე თავად არსება Read More »

კინო, სადაც სიტყვები ზედმეტია

ბოლო პერიოდის ქართულ საავტორო კინოში სულ უფრო ხშირად ვხვდებით რეჟისორებს, რომლებიც უარს ამბობენ კლასიკურ ნარატივზე და ამბის თხრობას მთლიანად ვიზუალზე  აგებენ. სწორედ ამ ექსპერიმენტის ნაწილია სოფო ბერიშვილის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი, „ილუზია“ (2024). ფილმი პირველივე კადრებიდან გვთავაზობს მინიმალიზმს, სადაც დიალოგები საერთოდ არ  არის და ადამიანური მარტოობა ლამაზი კადრებითაა ნაჩვენები, თუმცა რამდენად ახერხებს ეს  სიჩუმე მაყურებლამდე ნამდვილი ემოციის

კინო, სადაც სიტყვები ზედმეტია Read More »

ნათელი რწმენა

საოცარია, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს – არსებობს ზუსტად იმდენი ამბავი და სწორედ ესაა კინოც. არაფერი ასევდიანებს ადამიანს ისე, როგორც ეკრანზე დანახული რეალობა, რომელიც მთელ თავის სიმძიმესთან ერთად, ცხოვრების ხიდჩატეხილობაზე გიყვება და თან მოტივაციასაც გაძლევს. მსგავს ნამუშევრებს ყოველთვის დაჰკრავს რაღაც განსხვავებული ხიბლი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სტუდენტურ ფილმს ეხება. „ჩემი ფესვები მტოვებენ“ (2025) ანი მამაიაშვილისა

ნათელი რწმენა Read More »

ფოსფორისთვალება გოგია ღლონტისა და პირშავ კომისარ საშა ობოლაძის ისტორია დაუვიწყარ ანიმაციურ ამბად მოთხრობილი

„წითელი უბედურების პირველი წლების“, „პირშავ კომისარ საშა ობოლაძისა და ჩაუქი გოგია ღლონტის ჭიდილის“ ისტორიას იხსენებს აკა მორჩილაძეზე დაყრდნობით და „ერთ დაუვიწყარ ამბად მოგვითხრობს“ რეჟისორი დავით სიხარულიძე, პირველ ქართულ სამგანზომილებიან ანიმაციურ ფილმში, „გავარდნილები“ (2008). ფილმის მხატვარია მამუკა დიდებაშვილი, რომელიც დავით სიხარულიძემ მშრალ ხიდთან აღმოაჩინა. „შორს წასვლა“ არ დასჭირდა ხმის რეჟისორ მადონა თევზაძის აღმოსაჩენად, რომელსაც საქართველოში ყველა

ფოსფორისთვალება გოგია ღლონტისა და პირშავ კომისარ საშა ობოლაძის ისტორია დაუვიწყარ ანიმაციურ ამბად მოთხრობილი Read More »

ხაფანგი

სიყმაწვილე ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ეს ის ასაკია, როდესაც ის პირველად ცდილობს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას და იმ სამყაროსთან დაპირისპირებას, რომელიც მანამდე მის ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს. თუმცა თავისუფლების სურვილი ყოველთვის არ ნიშნავს თავისუფლების შესაძლებლობას. ხშირად ახალგაზრდები ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც მათი მომავალი ტრადიციების, სოციალური მდგომარეობის ან ეკონომიკური პრობლემების გავლენით ყალიბდება. ასეთ

ხაფანგი Read More »

სანამ თავზე წისქვილის ქვა დაგვტრიალებია

ადამიანის ცხოვრება არაფერის არ არის, თუ არა მუდმივი ლოდინი რაღაცისთვის. ლოდინი, თუ როდის მოვა შაბათ-კვირა, ზაფხული, ახალი წელი, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, როდის გამოჩნდება ახალი სამსახური, როდის იპოვი ცხოვრების სიყვარულს, როდის წახვალ სანუკვარ მოგზაურობაში, როდის აიხდენ ყველა ოცნებას და სწორედ ამ ლოდინიდან შემდგომ ლოდინამდე ვარსებობთ, თუმცა ყველაზე მძიმეა ძვირფასი ადამიანის ლოდინი, რომელიც შეიძლება შენგან შორს სულაც

სანამ თავზე წისქვილის ქვა დაგვტრიალებია Read More »

მისიონერები ნეონის ჯვრებით

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ შოულობენ მას. ჯვრის სიმბოლო ამ საქმისთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული და საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად. ეს უძველესი სიმბოლო ადამიანისთვის გზის გამკვლევი იყო, რომელიც დედამიწის ოთხ ძირითად წერტილს ასახავდა. შემდგომში ის დროებით სიკვდილმისჯილთა მთავარი „ეშაფოტი“ გახდა, რამაც გამოიწვია მესამე და უმთავრესი რელიგიური დატვირთვა. ქრისტეს ჯვარცმამ, შეიძლება

მისიონერები ნეონის ჯვრებით Read More »

გაზაფხული ახალი წლის ღამეს

ნოსტალგია არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და თბილი განცდა, რამაც შეიძლება ყველა  ყოფითი პრობლემა რამდენიმე ხნით გვერდზე გადაგადებინოს და ტკბილ-მწარე მოგონებებში ჩაგძიროს. წარსულში განცდილი შეგრძნებები და „კადრები“ ერთიანად ამოტივტივდება ხოლმე რეტრო სიმღერის მოსმენისას, სადღაც რომელიმე ძველი ქუჩის კუთხეში, სახლის კედლებისა თუ აივნების ხილვისას, ვისიმე ხმის ინტონაციის გაგონებისას, განსაკუთრებით კი, ნაცნობი ან ერთ დროს ძალიან ცნობილ ადამიანებთან

გაზაფხული ახალი წლის ღამეს Read More »