როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია

2022 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში აჩვენეს სტუდენტური ანიმაციური ფილმი, ,,ცათამბჯენი“ (2020), რომელმაც ჩემთვის ფავორიტ ნამუშევართა სიაში ადვილად დაიკავა თავისი ადგილი. იშვიათად მომწონებია პატარა კინემატოგრაფიული ამბავი, რომელიც სათქმელს ასე ლაკონიკურად, მრავლისმთქმელად და შთამბეჭდავად ამბობდეს. მითუმეტეს კი, ისეთ მარადიულ ადამიანურ მანკიერებასა და, სამწუხაროდ, დაუძლეველ პრობლემაზე, როგორიც კორუფციაა. ,,ანიმაციას შეუძლია ახსნას ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც …

როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია წაკითხვა

ლიფტიდან დანახული ცხოვრება

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა …

ლიფტიდან დანახული ცხოვრება წაკითხვა

ოჯახური პორტრეტი დაბადების დღის სამზადისში

მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტურმა კინოსარეჟისორო სახელოსნომ გააერთიანა საინტერესო პოტენციალის ახალგაზრდები, რომელთა ნამუშევრებში იკითხება ყოველდღიური, ერთი შეხედვით, ბანალურ ამბებსა და სივრცეებში იმ ნაპერწკლის, ესთეტიკის, სილამაზისა და, თუნდაც, ღირებულის დანახვის მცდელობა, რაც დაგვაფიქრებს გარშემო მყოფ მოვლენებზე და არათუ სხვანაირად დაგვანახებს მათ მნიშვნელობას, შეიძლება პატარა ცხოვრებისეული რჩევაც კი მოგვცეს.ილია ასიტაშვილის ფილმი, „სამზადისი“ სწორედ ამას გვთავაზობს – თანამედროვე ოჯახში, კონკრეტულად …

ოჯახური პორტრეტი დაბადების დღის სამზადისში წაკითხვა