სიყვარული, როგორც აბსტინენციის ფორმა

ზოგჯერ ყველაზე მტკივნეულად მარტოობას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სხვა ადამიანთან ერთად ვართ. ფიზიკური სიახლოვე ჯერ კიდევ არ ნიშნავს კავშირს – შეიძლება ორი სხეული ერთმანეთის გვერდით არსებობდეს და მათ შორის მაინც გადაულახავი მანძილი იდგეს. ამგვარ მდგომარეობაში სიტყვებიც კარგავს თავის მნიშვნელობას: როცა ერთმანეთის დანახვა და მოსმენა შეუძლებელი ხდება, ადამიანი თანდათან საკუთარ თავთანაც კარგავს კავშირს. ამ უხმო სიცარიელეს ადამიანი იშვიათად უძლებს. ის სასოწარკვეთილი ცდილობს იპოვოს რაღაც, რაც ამ გაწყვეტილ კავშირს დროებით მაინც აღადგენს – იქნება ეს ილუზია, ნარკოტიკი თუ სხვა ადამიანი. ნარკოტიკი რეალობისგან გაქცევის, ტკივილის გაყუჩებისა და ილუზორული სიმშვიდის პოვნის სუროგატად იქცევა, თუმცა ის, რაც თავდაპირველად ხსნად გვეჩვენება, საბოლოოდ კიდევ უფრო ღრმა დამოკიდებულებისა და იზოლაციის ჭაობში გვძირავს. არსებობს დამოკიდებულების ბევრად უფრო მძიმე, ანატომიური ფორმაც: როდესაც ნარკოტიკი ნივთიერება კი არა, მეორე ადამიანია, როდესაც ვიღაცის არსებობა იმდენად აკვიატებული ხდება, რომ მის გარეშე საკუთარი არსებობაც აბსურდად გეჩვენება. ასეთ დროს მეორე ადამიანი ერთდროულად გვევლინება ჟანგბადადაც და იმ „პოლიეთილენის აპკადაც“, რომლის გარეშეც სუნთქვა შეუძლებელია და რომელიც, ამავდროულად, ნელ-ნელა გგუდავს. სწორედ ამ ტრაგიკულ წინააღმდეგობაზე აგებს რეჟისორი მარი მანაგაძე სტუდენტურ ფილმს, „მანია“ (2026), სადაც სიყვარულს, დამოკიდებულებასა და ალიენაციას შორის ბარიერი საბოლოოდ ქრება. ნარატივი თავიდანვე უჩვეულო სტრუქტურას გვთავაზობს: მთავარი გმირი, მანია, უკვე გარდაცვლილია, ხოლო მთელი თხრობა უსასრულო, ჩახვეულ ციკლს წააგავს. ცარიელი, არაფრისმომცველი გარემო ამძაფრებს ყველა ემოციას, ეს არ არის უბრალოდ სტერილური სივრცე, არამედ ბნელი, მორალურად და ფსიქოლოგიურად დამძიმებული ატმოსფეროა. პერსონაჟთა ურთიერთობა სიტყვების ნაცვლად სხეულის პლასტიკით, მზერითა და მუნჯი საგნებით გამოიხატება. ამ უსიცოცხლობას კიდევ უფრო აღრმავებს სახეებზე აფარებული თიხის გაქვავებული ნიღბები – ყოველგვარი ნაკვთის გარეშე, რაც იდენტობისა და სულის საბოლოო წაშლას უსვამს ხაზს. „მანიას“ პირველივე კადრი მაყურებელს ემოციური ოვერდოზის ზღვარზე აყენებს. „პოლიეთილენის აპკით“ დაფარული, უსახო გოგონას სხეული იმ გაგუდვისა და ჩაკეტილობის ვიზუალურ მეტაფორად გვევლინება, რომელიც ფილმს ძარღვად გასდევს. აპკი ერთდროულად ფარავს, გამოყოფს და ახშობს…ამ უსახო სივრცეში ჩნდება საკუთარი არსებობის დამტკიცების მოულოდნელი, […]

სიყვარული, როგორც აბსტინენციის ფორმა Read More »

ნათელი რწმენა

საოცარია, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს – არსებობს ზუსტად იმდენი ამბავი და სწორედ ესაა კინოც. არაფერი ასევდიანებს ადამიანს ისე, როგორც ეკრანზე დანახული რეალობა, რომელიც მთელ თავის სიმძიმესთან ერთად, ცხოვრების ხიდჩატეხილობაზე გიყვება და თან მოტივაციასაც გაძლევს. მსგავს ნამუშევრებს ყოველთვის დაჰკრავს რაღაც განსხვავებული ხიბლი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სტუდენტურ ფილმს ეხება. „ჩემი ფესვები მტოვებენ“ (2025) ანი მამაიაშვილისა

ნათელი რწმენა Read More »

სანამ თავზე წისქვილის ქვა დაგვტრიალებია

ადამიანის ცხოვრება არაფერის არ არის, თუ არა მუდმივი ლოდინი რაღაცისთვის. ლოდინი, თუ როდის მოვა შაბათ-კვირა, ზაფხული, ახალი წელი, ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის, როდის გამოჩნდება ახალი სამსახური, როდის იპოვი ცხოვრების სიყვარულს, როდის წახვალ სანუკვარ მოგზაურობაში, როდის აიხდენ ყველა ოცნებას და სწორედ ამ ლოდინიდან შემდგომ ლოდინამდე ვარსებობთ, თუმცა ყველაზე მძიმეა ძვირფასი ადამიანის ლოდინი, რომელიც შეიძლება შენგან შორს სულაც

სანამ თავზე წისქვილის ქვა დაგვტრიალებია Read More »

სისხლის ყივილი

თანამედროვეობაში ერთ-ერთ საკამათო საკითხს ადამიანის არსი და ბუნება წარმოადგენს – არის თუ არა ინდივიდი სულიერი არსება, თუ მისი ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიურ და სოციალურ არსებობამდე დაიყვანება? ხოლო თუ ადამიანი მართლაც სულის მქონე არსებაა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: არსებობს თუ არა ინდივიდებს შორის სულიერი კავშირები? არსებობს თუ არა უხილავი ძალა, აუხსნელი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს? სწორედ

სისხლის ყივილი Read More »

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

რა არის ადამიანის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში თუ არა ფუტლიარით აღსავსე ურთიერთობები და ნოსტალგიითა და სევდით გაჯერებული ტრფიალი დიდებული წარსულის მიმართ, თუმცა მაინც რაში მდგომარეობს წარსულის „დიდებულება“ ან რატომ იყო ბავშვობა უფრო ტკბილი, ვიდრე დღევანდელობა?! ნია ჟვანიას სტუდენტური ფილმი, „გადახვევა“ (2023) სწორედ ამ თემებს ეხება, მსუბუქი და სახასიათო ესთეტიკით, რომელიც, ერთ შეხედვით, კომერციული ჟანრის კინოს მოგვაგონებს

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში Read More »

ბედნიერი დასაწყისი

პატიება ხშირად ყველაზე მარტივია, ხშირად კი ყველაზე ძნელი, თუკი საქმე ოჯახის წევრს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს და ყოველგვარი ემოცია – ბრაზი თუ წყენა სადღაც ერთი ადამიანის გულში თავს იყრის და გროვდება. უთქმელობა ძალიან დიდ პიროვნულ კრიზისსა და კატასტროფას იწვევს, რომელიც შემდგომში სხვადასხვა სახით ვლინდება და, სამწუხაროა, რომ მსგავს შემთხვევაში ადამიანი თვითგვემისაკენ

ბედნიერი დასაწყისი Read More »

დაკარგული შინაარსი

თანამედროვე სტუდენტურ კინოში ხშირად ვხვდებით მცდელობას, ხელოვანმა უარი თქვას ტრადიციულ თხრობაზე და მაყურებელს არა კონკრეტული ამბავი, არამედ სუფთა ემოციური მდგომარეობა მიაწოდოს. ასეთი ნამუშევრები, ძირითადად, დუმილზეა დაშენებული, სადაც სიტყვა ზედმეტია და აზრის ფორმირება მხოლოდ ვიზუალური პლასტიკით, გარემოზე დაკვირვებითა და სიმბოლური ნიშნების გაცოცხლებით ხდება. ხშირად რთულია გაავლო ზღვარი რეალობასა და მეტაფორას შორის, რადგან რეჟისორი მიზნად ისახავს არა

დაკარგული შინაარსი Read More »

გზა ჭეშმარიტებისაკენ

ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება დიდი უსამართლობის მსხვერპლი, რომელიც ნებისმიერი ბიძგით შეიძლება იყოს განპირობებული და სწორედ ამ დროს გავდივართ ბეწვის ხიდზე, რომელსაც ან გადავლახავთ ან ვერ გადავლახავთ. ადამიანის ზნეობა და ჰუმანურობა სწორედ ამ უსამართლობასთან გამკლავებაში იკვეთება – შენ ან გადარჩები, ან არა, ან დაგიპყრობს რევანშის წყურვილი ან, ისევ და ისევ, ვერა. რასაკვირველია, ძალიან ძნელია

გზა ჭეშმარიტებისაკენ Read More »

შიშსა და სიყვარულს შორის

ოჯახი ხშირად აღიქმება, როგორც უსაფრთხო, ყველაზე დაცული სივრცე – ადგილი, სადაც ნდობა უპირობოა და სიყვარული ყველაფერს ამარცხებს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. არსებობს მომენტები, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც შორის ჩნდება გაუცხოება, როცა წარსულის ტკივილი და დაუმთავრებელი კონფლიქტები, გაუგებრობები და ერთ დროს ბოლომდე გამოუხატავი ემოციები, ნდობას ანგრევს. ასეთ დროს ოჯახი შეიძლება იქცეს სივრცედ, სადაც სიყვარული შიშთან

შიშსა და სიყვარულს შორის Read More »

მზრუნველობის ყველაზე რადიკალური ფორმა

საინტერესო და მეტად ფილოსოფიური შეკითხვაა, რაზე წახვიდოდი საყვარელი ადამიანისთვის? თანამედროვე საზოგადოების ყველა კულტურული მოქალაქე ვარიდებთ ამ კითხვას თავს. ალბათ, არც გვაქვს ამაზე პასუხი ან საერთოდაც გვეშინია ვუპასუხოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ თავი დავიჭიროთ ლამაზი ღიმილითა და კოხტად შეკრული ჰალსტუხით; მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სოციალურ-ეკომონიკური ფარდა ჩვენს შინაგან რეალობას აღარ ფარავს? რას გავაკეთებთ, როცა იძულებულნი ვართ რომ

მზრუნველობის ყველაზე რადიკალური ფორმა Read More »