ზღვა, ფიცი და მუჰაჯირობის მარადიული ჩრდილი

არსებობს ტკივილები, რომლებსაც დრო ვერ კურნავს. ისინი მხოლოდ სიჩუმეში იკარგებიან, ფერმკრთალდებიან და დროდადრო ნემსებივით ერჭობიან ადამიანების სხეულებს. კოლექტიური ტრავმებიც ასე ქრება, ჩვენგან მალულად თაობიდან თაობას შორის, სრულიად დაცლილი ემოციებისგან. განა ბევრს ახსოვს იძულებით გადასახლების კატასტროფა, მუჰაჯირობა, რომელმაც თან გაიყოლა ათასობით ადამიანის ბედი, მომავალი და ბედნიერება? თუმცა ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ვერ გაექცევიან ამ ტრავმებს, რომლებიც […]

ზღვა, ფიცი და მუჰაჯირობის მარადიული ჩრდილი Read More »

ბებია, მოგონებები და სითბო

ბებია ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე თბილი მოგონებაა. ხმა, რომელიც წარსულიდან მოდის და მომავალსაც ამშვიდებს. ადამიანი, რომელიც იმაზე დიდი ხანია გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ ამ სამყაროს. საინტერესოა, რომ თითოეულ ბებიას თავისი ისტორია ჰქონდა, ყველამ სხვადასხვანაირად განვლო ცხოვრება და ბოლოს ყველა გახდა ტკბილი მოგონება. სწორედ ეს გზა აქცევს თითოეულ ადამიანს ისეთად, როგორიც არის.  რაჭაში, სოფელ უწერაში არის სახლი,

ბებია, მოგონებები და სითბო Read More »

ნახატით გაცოცხლებული გამოცდილება

ანიმაციის უნიკალური შესაძლებლობა, გადმოსცეს ადამიანის შინაგანი სამყარო სიურრეალისტურად, მდგომარეობს მის სრულ თავისუფლებაში, უგულებელყოს ფიზიკისა და ლოგიკის ყველა კანონი, რასაც მხატვრული კინო ვერასოდეს მიაღწევს. ეს მედიუმი იქცევა პირდაპირ ფანჯარად ქვეცნობიერში, სადაც ემოციები, შიშები და აზრები არა მხოლოდ აღწერილია, არამედ მატერიალიზდება ეკრანზე. სიურრეალისტური ანიმაცია საშუალებას აძლევს ობიექტებსა და გარემოს, მყისიერად და არალოგიკურად შეიცვალოს ფორმა და, შესაბამისად, შინაარსიც,

ნახატით გაცოცხლებული გამოცდილება Read More »

ჩიტები, რომლებიც აღარ მოფრინდებიან

საზოგადოება, როგორც სისტემური ერთგვაროვანი მკაცრი სტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მავნე ბუნებისაა, რადგანაც ის ადამიანებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან უკლავს დაბადებიდან ბოძებული თავისუფალი შინაგანი ბუნების გამოხატვის საშუალებას და აჩვევს თავსმოხვეული მკაცრი წესებისადმი მორჩილებას, წინასწარ განსაზღვრული როლების შეთავსებას, ასწავლის მათ, ვინ უნდა იყვნენ, რა უნდა უყვარდეთ და როგორ გალიონ თავიანთი მოკლე ცხოვრება. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს

ჩიტები, რომლებიც აღარ მოფრინდებიან Read More »

ცხოვრების უსასრულო რიტმი

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ წასვლა გამოსავალი არ არის, რომ გაქცევას მხოლოდ სუსტები ირჩევენ. ერთი შეხედვით, თითქოს ამას თავისი ახსნა აქვს – ვიღაც ყოველთვის ქადაგებს, რომ უნდა იყო ძლიერი, გაუმკლავდე ყველანაირ სირთულეს ისე, როგორც დავითი გოლიათს, მაგრამ სინამდვილეში, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებასაც იმდენივე გამბედაობა სჭირდება, რამხელაც გზის გაგრძელებას.  ესკეიპიზმი, რომელიც მსგავს ასპექტებზე ხმამაღლა საუბრობს

ცხოვრების უსასრულო რიტმი Read More »

ზღვარი ადამიანობასა და მხეცობას შორის

ადამიანი ხშირად ხდება საკუთარი თავის ფიქრებისა და ფიქსაციების მსხვერპლი. ჩვენი ბუნება არ არის საკმარისად მდგრადი, რომ თავისუფლად იყოს ამტანი მისთვის არასასიამოვნო პირობებისათვის. ხშირად მარტივი რაღაცები ისე თამაშობს ჩვენს ნერვებზე, რომ ჩვენ თვითონვე გვიკვირს, როგორ შეუძლია ადამიანს ცხოვრებაში დიდი წნეხისა და ტკივილის ატანა, როცა ყველაზე პატარა დეტალები ჭკუიდან შლის?! ანდაც, საერთოდ, განა უნდა იყოს ადამიანი ამ

ზღვარი ადამიანობასა და მხეცობას შორის Read More »

წყვდიადი საკუთარ თავში

ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ ემოციებს, რომლებსაც რეალურად ყველაზე ხშირად საკუთარ თავშივე კლავს – იქნება ეს შური, სინანული, ეჭვი თუ სხვა. ამასთანავე, ზუსტად ასეთი მძაფრი ემოციები იძლევიან იმის საშუალებას, რომ ადამიანმა საკუთარი ქმედებები უფრო ფართო, განზოგადებული პერსპექტივით დაინახოს და შემდეგ საკუთარ თავთან აღმოჩნდეს დილემაში. პიროვნების გაორება, საკუთარ იდენტობასათან ჭიდილი და, უბრალოდ, ადამიანის ფუნდამენტების

წყვდიადი საკუთარ თავში Read More »

თბილისური „ტკბილი ცხოვრება“

სიღარიბე საშინელი რაღაცაა, პირდაპირ სულში გწვდება და ადამიანობას გართმევს ისეთი ნელი აგონიით, რომ საკუთარ თავს ვეღარც ცნობ. არ იცი, რისთვის გააბიჯებ თბილი ოთახიდან გაყინულ ქალაქში. სევდიან რუტინად ქცეული ყოველდღიური პირქუში დღეები იმდენად მისაღები ხდება, დაგავიწყებს, რა არის კარგი ცხოვრება. თბილისის გადაღლილ ქუჩებში აქეთ-იქით მიმავალი ხალხი ზოგჯერ ყურსაც კი არ შეიბერტყავს, ისე ჩაუვლის დიდი სინანულით გამოწვდილ

თბილისური „ტკბილი ცხოვრება“ Read More »

 რეალობის ილუზია ან პირიქით

ივანე ბეგიაშვილის სტუდენტური ფილმი, „დიალოგი ტბის პირას“ (2022), რომელიც გადაღებულია რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის – „დიალოგი წყვდიადში“ მოტივების მიხედვით, უფრო საინტერესოს ხდის მის ყურების პროცესს. მიუხედავად ამისა, დასასრულისას რჩება შეგრძნება, რომ ფილმს რაღაც აკლია და რომ თითქოს რეჟისორმა განზრახ დატოვა მაყურებელი ამ უჩვეულო პოზიციაში. ეს აჩენს კითხვას – წარმოდგენილი ამბავი რეალურია თუ ძლიერად შეფუთული ილუზიაა?  პირველივე

 რეალობის ილუზია ან პირიქით Read More »

წარსულის ჩუმი ძახილი

ხშირად, როდესაც სიცოცხლის უსაშველო, გადახლართულ რითმში ხარ ჩართული, ძნელია შენს ირგვლივ რეალობას ნამდვილად ჩახედო თვალებში. ცხოვრება იმდენად გაუგებარია, რომ თითქმის შეუძლებელია გაჩერდე და გვერდიდან შეხედო საკუთარ გზაზე მიმავალ თავს. სამწუხაროა, რომ ჩვენთვისავე მნიშვნელოვან რაღაცეებს სწორედ მაშინ ვაანალიზებთ, როდესაც ჭეშმარიტი დასასრული ახლოსაა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ არაფერს არ ნანობს. ეს ცხოვრებისეული ტრაგედია და

წარსულის ჩუმი ძახილი Read More »