ხაფანგი

სიყმაწვილე ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ეს ის ასაკია, როდესაც ის პირველად ცდილობს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას და იმ სამყაროსთან დაპირისპირებას, რომელიც მანამდე მის ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს. თუმცა თავისუფლების სურვილი ყოველთვის არ ნიშნავს თავისუფლების შესაძლებლობას. ხშირად ახალგაზრდები ისეთ გარემოში იზრდებიან, სადაც მათი მომავალი ტრადიციების, სოციალური მდგომარეობის ან ეკონომიკური პრობლემების გავლენით ყალიბდება. ასეთ […]

ხაფანგი Read More »

სიჩუმე შტორმის შემდეგ

ზამთარში ქალაქი ნაცრისფერია. ხმაურიანი ქუჩები სიცარიელის განცდას ტოვებს, განათებული ფანჯრების მიღმა კი ადამიანები მარტოობას უფრო მძაფრად გრძნობენ. ახალი წელი ბევრისთვის ახალი დასაწყისია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს უბრალოდ მორიგი მძიმე ღამეა. სწორედ ამ სევდიან ატმოსფეროს ასახავს რეზო გიგინეიშვილის ფილმი, „ლირიკა“ (2026). მთავარი გმირი, მიშა (მიშა მესხი) ყველას ეცოდება გაფლანგული ნიჭის გამო, მაგრამ მას ეს სიბრალული

სიჩუმე შტორმის შემდეგ Read More »

სიმარტოვის შიში თუ ანგარება?

ადამიანები მარტოსულები არიან. იბადებიან, იზრდებიან და მაინც ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სამყაროში. ეგზისტენციალური კრიზისით იტანჯებიან და ამქვეყნიდან ისე მიდიან, რომ ხშირად არ იციან, რა არის სიყვარული. ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებენ და ბოლოს თვითონაც არ არიან ბედნიერი. ზოგს სხვისი მეორე ნახევარი უყვარს, ღიად თუ ფარულად, და ოჯახის დანგრევას ცდილობს. ამ ამბავში ყოველთვის ქალი არ არის დამნაშავე.

სიმარტოვის შიში თუ ანგარება? Read More »

არა უშავს

გულგრილობა დანაშაულია, ყველაფერი კი რაც მის შემდეგ მოდის, სასჯელი. ადამიანები იბრძვიან ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ და როცა რამდენჯერმე მაინც მარცხდებიან, დანებებას იწყებენ. ისინი ეგუებიან იმ ყოფას, რომელშიც ცხოვრობენ, მოჩვენებითი ბედნიერებით აგრძელებენ არსებობას. ყველაფრის მიზეზი და მთავარი პრობლემა ადამიანის შემგუებლობითი მდგომარეობაა. მას შეუძლია ყველაფერთან ადაპტირდეს, მცირედითაც კი დაკმაყოფილდეს, ოღონდ აღარ დამარცხდეს. სამყარო საშიში ადგილია საცხოვრებლად არა

არა უშავს Read More »

ვინც არ დაიჩოქა

ომი ადამიანებმა შურისძიებისთვის გამოიგონეს. როცა ის იწყება, გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებს. სულერთი ხდება, რომელი მხარეა მართალი. მას მხოლოდ ცხედრები, დანგრეული ქალაქები და ტკივილი მოაქვს. ომში გამარჯვებული არ არსებობს – იქ მხოლოდ დანაკარგებსა და დაჭრილებს ითვლიან. ტყვიების ზუზუნი დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში. ყველაზე მწარე ძმათა ომია: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენი სხეულის ნაწილს იჭრი და სისხლისგან

ვინც არ დაიჩოქა Read More »

შენ არ ხარ მარტო

შენ არ ხარ მარტო არც მაშინ, როცა თავი ყველაზე უჩინარი გგონია. როცა გაიფიქრებ, რომ ადამიანები ვერ გამჩნევენ, არ გაღიარებენ, ვერ გცნობენ, უბრალოდ, დადექი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, გაიღიმე და სიარული გააგრძელე. ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს. მოვლენები კარგად რომ გაიაზრო, მათთან ახლოს უნდა დადგე. ადამიანები ისეთი ბოროტებიც არ არიან, როგორც შორიდან ჩანან.

შენ არ ხარ მარტო Read More »

ადგილი, რომელიც იძირება

ადამიანი ყველაზე სასტიკი ცხოველია დედამიწაზე. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი კეთილდღეობის გამო გარშემო ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. მისი ეგო იმდენად ძლიერია, რომ ზღვის ბობოქარ ტალღებსაც კი მოერევა. ბოლო პერიოდია, რაც საზოგადოებას თანაგრძნობის უნარი გაუქრა. ადამიანები ეგოისტურად აკეთებენ ყველაფერს და მომავალზე არ ფიქრობენ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს კი ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე. მათ ემოციებზე მაღლა ფული დგას. სწორედ

ადგილი, რომელიც იძირება Read More »

ყოფის აუტანელი სიმძიმე

საზოგადოება ქმნის სტანდარტებს. ადამიანები მიჰყვებიან მოდას და სხვებსაც აიძულებენ, ასე მოიქცნენ. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ფულის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალობებთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენაც. ვინც დროს ფეხი აუწყო, ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, ხოლო ვინც ჩამორჩა – სადღაც წარსულში ჩაიკარგა. არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის. უნდა ერიდებოდე ყველას მაშინ, როცა ცხოვრებისათვის არაფერს აკეთებ და

ყოფის აუტანელი სიმძიმე Read More »

არჩევანი

სკოლის პერიოდი ყველაზე რთული ასაკია მოზარდისთვის. ეს არის დრო, როცა მან ბევრი რამ უნდა გადააფასოს და ცხოვრების აშენება დაიწყოს. არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი ჩამოანგრიოს და გამოსავალი არსაიდან აღარ იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მოზარდი როგორ სამეგობრო წრეს აირჩევს, ვინ ეყოლება მისაბაძ მაგალითად, ვინ იქნება მისი კერპი. თუ ცუდ ადამიანად გაიზრდება, ეს არც სკოლის და

არჩევანი Read More »

მომავალ შეხვედრამდე

დრო სწრაფად გადის და ყველაფერს ნელ-ნელა ანადგურებს. ის მატარებელს ჰგავს, რომელსაც უკან უნდა გამოეკიდო. ვინც ვერ დაეწევა, იკარგება და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ტემპი უფრო სწრაფია. ისინი მუდამ ცდილობენ, სიახლე მოძებნონ და კვლავ დააინტერესონ საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება სურვილების მიხედვით არ გრძელდება და როცა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა წყდება? გადარჩენის რამდენიმე

მომავალ შეხვედრამდე Read More »