ორი ცხოვრება, ერთი რეალობა

თანამედროვე კინოში სულ უფრო იშვიათად გვხვდება ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ ამბავს ყვებიან, არამედ მაყურებელს რეალურ პრობლემებთან პირისპირ აყენებენ. მევლუდ საბაშვილის ფილმი, „გამყოფი ხაზი“ (2025) სწორედ ასეთ ნამუშევართა რიგს მიეკუთვნება. ის ეხება თემას, რომელიც მტკივნეულია, აქტუალური და ხშირად მიჩქმალული. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური და პიროვნული ტრაგედია, აქ არ არის მხოლოდ სიუჟეტური ხაზი, ის არის რეალობა, რომელიც […]

ორი ცხოვრება, ერთი რეალობა Read More »

„ცისკარა“

„იყო და არა იყო რა, მზისა და ცისკრის უკეთესი არ იქნებოდა“… აი, ამ სიტყვებით იწყება ახალი ქართული ფილმი „ცისკარა“, რომელიც ამ დღეებში გამოვიდა ეკრანზე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი კინემატოგრაფიის მუშაკებმა მიმართეს მდიდარ ხალხურ ეპოსს და, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მულტიპლიკაციურ სურათებს, მაყურებელს მიაწოდეს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ქართული ზღაპრების მოტივებზე. „ცისკარას“ თემაა საერთოდ ჩვენი

„ცისკარა“ Read More »

კიაროსკურო – ნათელი და ბნელი

კინო კინოში მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა, მით უფრო, როცა მთავარი პერსონაჟი თავად რეჟისორია, როცა რეალობა და ილუზია მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ერთმანეთს ხსნის და უფრო ღრმად გვახედებს პერსონაჟის სულის სიღრმეებში, ვიდრე ეს სიტყვას შეუძლია. სწორედ ასეთი შემთხვევაა ალეკო ცაბაძის ფილმი, „კიაროსკურო“ (2025). ფილმი ყოველგვარი პროლოგის გარეშე იწყება. მაყურებელი უსიამოვნო ოჯახური სცენის მოწმე ხდება პატარა ბიჭის, დედამისისა

კიაროსკურო – ნათელი და ბნელი Read More »

გზა ჭეშმარიტებისაკენ

ყოველი ჩვენთაგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება დიდი უსამართლობის მსხვერპლი, რომელიც ნებისმიერი ბიძგით შეიძლება იყოს განპირობებული და სწორედ ამ დროს გავდივართ ბეწვის ხიდზე, რომელსაც ან გადავლახავთ ან ვერ გადავლახავთ. ადამიანის ზნეობა და ჰუმანურობა სწორედ ამ უსამართლობასთან გამკლავებაში იკვეთება – შენ ან გადარჩები, ან არა, ან დაგიპყრობს რევანშის წყურვილი ან, ისევ და ისევ, ვერა. რასაკვირველია, ძალიან ძნელია

გზა ჭეშმარიტებისაკენ Read More »

სიმარტოვის შიში თუ ანგარება?

ადამიანები მარტოსულები არიან. იბადებიან, იზრდებიან და მაინც ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სამყაროში. ეგზისტენციალური კრიზისით იტანჯებიან და ამქვეყნიდან ისე მიდიან, რომ ხშირად არ იციან, რა არის სიყვარული. ბედნიერებას სხვის უბედურებაზე აგებენ და ბოლოს თვითონაც არ არიან ბედნიერი. ზოგს სხვისი მეორე ნახევარი უყვარს, ღიად თუ ფარულად, და ოჯახის დანგრევას ცდილობს. ამ ამბავში ყოველთვის ქალი არ არის დამნაშავე.

სიმარტოვის შიში თუ ანგარება? Read More »

ომი, რომელიც არ დასრულებულა

როცა ქართულ კინოზე ვსაუბრობთ, ხშირად გვახსენდება ძველი, კლასიკური ფილმები, სადაც ყველაფერი გასაგებია, გმირები ცალსახად კეთილები ან ბოროტები არიან და ამბავსაც მკაფიო დასასრული აქვს. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი, „ტერცო მონდო“ (2024) სულ სხვა ტიპის კინოა. ეს არ არის ფილმი, რომელიც გაგართობს. ეს არის ნამუშევარი, რომელიც ძველ იარებს გახსენებს და გაიძულებს, დაფიქრდე იმაზე, რაც ყველაზე მეტად გტკივა. ფილმი

ომი, რომელიც არ დასრულებულა Read More »

შიშსა და სიყვარულს შორის

ოჯახი ხშირად აღიქმება, როგორც უსაფრთხო, ყველაზე დაცული სივრცე – ადგილი, სადაც ნდობა უპირობოა და სიყვარული ყველაფერს ამარცხებს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. არსებობს მომენტები, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც შორის ჩნდება გაუცხოება, როცა წარსულის ტკივილი და დაუმთავრებელი კონფლიქტები, გაუგებრობები და ერთ დროს ბოლომდე გამოუხატავი ემოციები, ნდობას ანგრევს. ასეთ დროს ოჯახი შეიძლება იქცეს სივრცედ, სადაც სიყვარული შიშთან

შიშსა და სიყვარულს შორის Read More »

დისციპლინა ერთგვარ მახედ 

საზოგადოებრივი აზრი და ოჯახური მენტალიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება, მეტნაკლებად, პიროვნების ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორი, განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია კონსერვატორული ღირებულებებისადმი მიჯაჭვულობა, როგორიც არის ტრადიციული ოჯახური, კულტურული და რელიგიური წესების დაცვა. ასეთ საზოგადოებაში, გარდა იმისა, რომ სკრუპულოზური მიდგომით იცავს ამ წესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის, თუ რას იტყვიან მასზე, როგორ შეაფასებენ და განსჯიან მის

დისციპლინა ერთგვარ მახედ  Read More »

მზრუნველობის ყველაზე რადიკალური ფორმა

საინტერესო და მეტად ფილოსოფიური შეკითხვაა, რაზე წახვიდოდი საყვარელი ადამიანისთვის? თანამედროვე საზოგადოების ყველა კულტურული მოქალაქე ვარიდებთ ამ კითხვას თავს. ალბათ, არც გვაქვს ამაზე პასუხი ან საერთოდაც გვეშინია ვუპასუხოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ თავი დავიჭიროთ ლამაზი ღიმილითა და კოხტად შეკრული ჰალსტუხით; მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სოციალურ-ეკომონიკური ფარდა ჩვენს შინაგან რეალობას აღარ ფარავს? რას გავაკეთებთ, როცა იძულებულნი ვართ რომ

მზრუნველობის ყველაზე რადიკალური ფორმა Read More »

ერთი კორპუსის ისტორია

ქალაქი ხშირად ინახავს იმ ამბებს, რომლებიც მის კედლებში იბადება. ნახევრად აშენებული კორპუსები, დაკიდებული ამწეები, დაუმთავრებელი ბინები – ეს ყველაფერი მხოლოდ ურბანული პეიზაჟის ნაწილი არ არის. ისინი ადამიანების ცხოვრებასაც ასახავენ: მოლოდინს, იმედს, იმედგაცრუებას. სწორედ ამ რეალობას ეხება რუსუდან ჭყონიას ტრაგიკომედია, „ვენეცია“ (2024), რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის დაუსრულებელ მშენებლობაზეა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ბუნების, სოციალური ურთიერთობებისა

ერთი კორპუსის ისტორია Read More »