ფოსფორისთვალება გოგია ღლონტისა და პირშავ კომისარ საშა ობოლაძის ისტორია დაუვიწყარ ანიმაციურ ამბად მოთხრობილი
„წითელი უბედურების პირველი წლების“, „პირშავ კომისარ საშა ობოლაძისა და ჩაუქი გოგია ღლონტის ჭიდილის“ ისტორიას იხსენებს აკა მორჩილაძეზე დაყრდნობით და „ერთ დაუვიწყარ ამბად მოგვითხრობს“ რეჟისორი დავით სიხარულიძე, პირველ ქართულ სამგანზომილებიან ანიმაციურ ფილმში, „გავარდნილები“ (2008). ფილმის მხატვარია მამუკა დიდებაშვილი, რომელიც დავით სიხარულიძემ მშრალ ხიდთან აღმოაჩინა. „შორს წასვლა“ არ დასჭირდა ხმის რეჟისორ მადონა თევზაძის აღმოსაჩენად, რომელსაც საქართველოში ყველა […]










