პირველად ქართული კინოს ისტორიაში ქართული კინოკრიტიკის პორტალი.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ქართული კინოს მიმოხილვა

პლატფორმა „ქართული კინოს მიმოხილვა“ (Georgian Film Review) ეძღვნება თანამედროვე ქართულ კინოს, მის თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს, თუმცა მკითხველი მასში იხილავს გარკვეულ მასალას ქართული კინოს ისტორიიდან და, აგრეთვე, უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს. 
ვებგვერდის მუშაობაში მონაწილეობენ პროფესიონალი და სტუდენტი კინომცოდნეები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულსა და სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურსა და ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კინოკრიტიკის კიდევ უფრო დახვეწა-განვითარებაში, ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში. 
ვებგვერდი ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა ქართული კინოთი დაინტერესებულმა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა კინომოყვარულმა მიიღოს სასურველი და სათანადო ინფორმაცია. 

კინოკრიტიკა

სინამდვილეზე, შინაგან ბრძოლებსა და სისუსტეებზე

თანამედროვე კინოს ისტორიაში ზაზა ურუშაძის ფილმი, „აღსარება” (2017) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც აშუქებს ადამიანის შინაგან ბრძოლას, სინდისის ტვირთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობას. რეჟისორი ცდილობს, გააანალიზოს ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობის სიღრმეები, შიშები და შეცდომები. ამბავი საკმაოდ პოზიტიურად იწყება. მამა გიორგი, თავის მორჩილთან ერთად,ჩადის პატარა სოფელში ღვთისმსახურებისათვის. იმისთვის, რომ ადგილობრივების კეთილგანწყობა მოიპოვოს...

მედლის მეორე მხარე

ადამიანები ერთმანეთს ზემოდან უყურებენ. ხმას არ იღებენ მათ გარშემო არსებულ უსამართლობაზე და თავის ნაჭუჭში აგრძელებენ ცხოვრებას იქამდე, სანამ საცხოვრებელს ბზარები არ გაუჩნდება და გარეთ გამოსვლა არ მოუწევთ.საზოგადოება თანამდებობის წარმომადგენლებს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ თანამდებობის პირებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შედარებით იერარქიულად მაღალ საფეხურზე აღმოჩნდნენ. მიხეილ გაბაიძის ფილმი...

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში

ყველას გვაქვს განსაკუთრებული ფილმების სია. მათი ნახვისას იღებ ესთეტიკურ-ფილოსოფიურ შოკს და გრჩება შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს შენში ცხოვრებას და ილექება შენივე ცნობიერების აკლდამაში, შენი ნაწილი ხდება და არასდროს გავიწყდება. დრო გადის, სხვა, ახალ ფილმებსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი ფილმების გავლენას, ციტირებასა თუ უბრალო პარალელს სხვა ნამუშევრებშიც პოულობ და ამით ისინი...

ანას ცხოვრების ორი დღე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს...

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის...

თანამედროვე ოჯახი

კინო ყოველთვის იყო სოციალური საკითხების ხაზგასმისა და განხილვის ძლიერი ინსტრუმენტი. ფილმი საშუალებას იძლევა, სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება. რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ სოციალური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას საინტერესოდ აკეთებენ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებში. ავტორებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად არ სჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა, ცნობილი...

სად არის ბედნიერება?

პირველყოფილი საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ადამიანები საჭირო ნივთებს თავად ქმნიდნენ, აგროვებდნენ და აშენებდნენ. ისინი თევზაობითა და მიწათმოქმედებით არსებობდნენ, ერთმანეთის დახმარებით უზრუნველყოფდნენ ცხოვრებას. იმ პერიოდში საკუთრების ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა. შემდეგ კი ვაჭრობისა და ფულის გამოგონებამ საზოგადოების სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ფულმა მდიდარი და ღარიბი ფენები ჩამოაყალიბა. გაჩნდა საკუთრების ცნებაც და...

წამლიდან წამლამდე

1990-იანი წლების ტკივილები დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება საქართველოს ისტორიაში, როდესაც თბილისში ფრონტი გაიხსნა და თანამოქალაქეებმა ერთმანეთს ტყვია ესროლეს. ეს იყო, როგორც მაშინ იტყოდნენ, „ძმათამკვლელი ომი“. ამ პერიოდში მოხდა მთელი ერთი მთლიანი თაობის ფორმირება, რომლისთვისაც ქუჩა და მისი „აკადემია“ უფრო ფასობდა, ვიდრე კანონი ან მორალი. იყო სრული განუკითხაობა ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის...

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ

ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით. თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და...

ბრძოლა აზრის შესაძენად

თუ ჩავწვდებით XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის ლიტერატურული ნაშრომის, „სამყარო როგორც ნება და იდეა“ დედააზრს, მივხვდებით, რომ სწორედ ეს ორი ცნება წარმოადგენს კაცთა მოდგმის არსის საფუძველს, მის დაუოკებელ სურვილსა და ბუნებრივ მისწრაფებას სიცოცხლისადმი. აქედან გამომდინარე ნებისმიერი დაბრკოლება, რასაც ინდივიდი აწყდება გადალახვადია თუ, რა თქმა უნდა, არსებობს მოტივი და სურვილი...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კავეა
საქართველოს ეროვნული არქივი
კავეა+
ქართული ფილმი