ადამიანობიდან ცხოველამდე
ხშირად გამოყენებული გამოთქმა, ყველაზე დიდი ცხოველი ადამიანი არისო, ზუსტად ასახავს ამირან დოლიძის ფილმის, „ცხოველი“ (2019) შინაარსს. კინოსურათისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა ამგვარი სათაური – „ადამიანი, როგორც ცხოველი“. რეჟისორი ყურადღებით აკვირდება მთავარ გმირს, რომლის სახელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ. ეს უკანასკნელი მიზნის მისაღწევად მზად არის გამოიყენოს აკრძალული ხერხები. როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს ამ დონემდე, ის ხომ …