მოგონებათა ლაბირინთში დაკარგულები

„სამოციანელები“ ეწოდება რეჟისორთა ერთ თაობას, რომლის წარმომადგენლებმაც ყველაზე მეტად მოახერხეს დაპირისპირებოდნენ „მამებს“ თავიანთი ეროვნული, დემოკრატიული ღირებულებებით, თავისუფლებისაკენ სწრაფვითა და ინდივიდუალიზმით. ფაქტობრივად, ქართული კინოს განვითარების შემდგომ ეტაპებზე ვერც ერთმა თაობამ ვერ მოახერხა მათი ჩანაცვლება, მათთან დაპირისპირება, პირიქით, სწორედ „სამოციანელების“ ხელოვნებამ „ასაზრდოვა“ შემდეგი თაობების კინო. ლანა ღოღობერიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საბჭოთა კავშირში არსებული ძლიერი ცენზურის …

მოგონებათა ლაბირინთში დაკარგულები წაკითხვა

თანასწორობის ძიებაში დაკარგული ადამიანები 

საბჭოთა ხელისუფლების, ცენზურისა და იდეოლოგიური წნეხის არსებობის პირობებში დოკუმენტური კინო გახდა რეალობის პასიური დამფიქსირებელი, თუმცა განვითარების ამ რუტინულ, ერთფეროვან პროცესში იყო ეტაპები, როცა იგი ცდილობდა საავტორო ხედვისა და მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ 1920-იანი და 1960-იანი წლები არის ქართული დოკუმენტური კინოს აღმავლობის ეტაპები. ახალი თაობა, ერთგვარად, ცდილობს, გააგრძელოს და აღადგინოს საავტორო კინოს საუკეთესო ტრადიციები. …

თანასწორობის ძიებაში დაკარგული ადამიანები  წაკითხვა

მცირე მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში

ყოველდღიურ რუტინაში ადამიანები კარგავენ მნიშვნელოვან ღირებულებებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ის თითქოს ახუნებს გრძნობებსა და ემოციებს, არ გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ფუჭ ქმედებებსა და მატერიალურ ღირებულებების მოსაპოვებლად. მხოლოდ ცხოვრების დასასრულის მოახლოების შეგრძნება გაიძულებს, სამყაროს შეხედო ახალი თვალით და დაინახო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი თავისუფლება. ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი, „აღლუმი“ (2018) მოგვითხრობს ერთ …

მცირე მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში წაკითხვა

როცა სამართალსა და მორალს სძინავს

საქართველოში წლების მანძილზე არსებული შიდა თუ გარე დაპირისპირებები, ომები, კონფლიქტები, პანდემია, სოციალური პრობლემები, მსოფლიოში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები გავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების მენტალური აზროვნების, ცხოვრების სტილისა და ფორმის ჩამოყალიბებაზე. ერთ წრეზე სიარულის, სიტუაციიდან გამოუვალობის შეგრძნებამ გამოიწვია თანამედროვე ადამიანის შინაგანი კონსტიტუციის რღვევა, რამაც საბოლოოდ განაპირობა აქამდე არსებული მორალური კოდექსების ცვლილება. სამყარო ორიენტირდა „მე-ს“ პირად მოთხოვნილებებზე, ერთგვარად ჩაიკეტა, …

როცა სამართალსა და მორალს სძინავს წაკითხვა