შენ არ ხარ მარტო

შენ არ ხარ მარტო არც მაშინ, როცა თავი ყველაზე უჩინარი გგონია. როცა გაიფიქრებ, რომ ადამიანები ვერ გამჩნევენ, არ გაღიარებენ, ვერ გცნობენ, უბრალოდ, დადექი და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, გაიღიმე და სიარული გააგრძელე. ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს. მოვლენები კარგად რომ გაიაზრო, მათთან ახლოს უნდა დადგე. ადამიანები ისეთი ბოროტებიც არ არიან, როგორც შორიდან ჩანან. […]

შენ არ ხარ მარტო Read More »

კურიერის ერთდღიანი უსასრულო ოდისეა ერთ ქალაქში

რეჟისორ და ფოტოგრაფ ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ (2025) თბილისისა და, ცოტა უფრო ადრე, ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალებზე მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღების ობიექტად იქცა. მისი საერთაშორისო წარმატება როტერდამის 2025 წლის კინოფესტივალზე დაიწყო, როდესაც მოკლემეტრაჟიანი კინოს „თაიგერ შორთსისა“ და ნიდერლანდელი კინოკრიტიკოსების პრიზებით დააჯილდოვეს. და ამ „აღნიშვნებსა“ და პრემიებს აქვს მყარი და უტყუარი საფუძველი – არაორდინალური ხედვის, ახალი

კურიერის ერთდღიანი უსასრულო ოდისეა ერთ ქალაქში Read More »

ზამთარი, რომელიც სულში რჩება

თანამედროვე ქართული კინო ხშირად ადამიანის შინაგან მარტოობას, ტკივილსა და უხილავ ტრავმებს იკვლევს. განსაკუთრებით ეს ტენდენცია ახალგაზრდა რეჟისორებში შეიმჩნევა. ისინი გაბედულად მცირე ბიუჯეტით, პირადულ ამბებზე დაფუძნებული ნარატივებით ცდილობენ ემოციური თემების გადმოცემას.  თაზო ნარიმანიძის ფილმი, „ზამთრის დეპრესია“ (2021) სწორედ ასეთ ტიპს ეკუთვნის. ფსიქოლოგიურ დრამაზე კონცენტრირებით, იგი ცდილობს თანამედროვე ადამიანის შინაგანი კრიზისის ეკრანზე გადმოტანას. ეს არის ფილმი დანაკარგზე,

ზამთარი, რომელიც სულში რჩება Read More »

თბილისური „ტკბილი ცხოვრება“

სიღარიბე საშინელი რაღაცაა, პირდაპირ სულში გწვდება და ადამიანობას გართმევს ისეთი ნელი აგონიით, რომ საკუთარ თავს ვეღარც ცნობ. არ იცი, რისთვის გააბიჯებ თბილი ოთახიდან გაყინულ ქალაქში. სევდიან რუტინად ქცეული ყოველდღიური პირქუში დღეები იმდენად მისაღები ხდება, დაგავიწყებს, რა არის კარგი ცხოვრება. თბილისის გადაღლილ ქუჩებში აქეთ-იქით მიმავალი ხალხი ზოგჯერ ყურსაც კი არ შეიბერტყავს, ისე ჩაუვლის დიდი სინანულით გამოწვდილ

თბილისური „ტკბილი ცხოვრება“ Read More »

 რეალობის ილუზია ან პირიქით

ივანე ბეგიაშვილის სტუდენტური ფილმი, „დიალოგი ტბის პირას“ (2022), რომელიც გადაღებულია რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის – „დიალოგი წყვდიადში“ მოტივების მიხედვით, უფრო საინტერესოს ხდის მის ყურების პროცესს. მიუხედავად ამისა, დასასრულისას რჩება შეგრძნება, რომ ფილმს რაღაც აკლია და რომ თითქოს რეჟისორმა განზრახ დატოვა მაყურებელი ამ უჩვეულო პოზიციაში. ეს აჩენს კითხვას – წარმოდგენილი ამბავი რეალურია თუ ძლიერად შეფუთული ილუზიაა?  პირველივე

 რეალობის ილუზია ან პირიქით Read More »

დროში მოგზაური „სიკვდილის მანქანა“

თანამედროვე ქართული კინო, მიუხედავად იმისა, რომ თემატური მრავალფეროვნებითა და თანადროულ სოციალურ პროცესებზე რეაგირებით გამოირჩევა, კვლავაც აქტიურად განაგრძობს გასული საუკუნის მნიშვნელოვანი ტკივილიანი ამბების რეპრეზენტირებას. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ თემები, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა წარსულს ჩაბარდა, გარკვეულწილად, დღევანდელობასთან მაინც ასოცირდება. ვინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ბედი ისე წარიმართებოდა, რომ სიტყვები „რეპრესია“, „ტერორი,“ „დიქტატურა“

დროში მოგზაური „სიკვდილის მანქანა“ Read More »

ბოდიში, როგორც ერთადერთი პასუხი

1960-იანი წლების ქართული კინო, თენგიზ აბულაძის, ოთარ იოსელიანის ან ელდარ შენგელაიას ფილმები, სავსე იყო ადამიანურობით, ირონიითა და პოეტურობით. თანამედროვე ქართული კინო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, ხშირად უტრიალებს ერთსა და იმავე თემას, გამუდმებით ბრუნდება სიცარიელესა და უიმედობაში. მაშინდელ ფილმებშიც უშვებდნენ გმირები შეცდომებს, მაგრამ ფილმების ნარატივში ყოველთვის არსებობდა სინათლე და რწმენა, რომ სიკეთე სადღაც მაინც არსებობს. დღეს კი,

ბოდიში, როგორც ერთადერთი პასუხი Read More »

წარსულის ჩუმი ძახილი

ხშირად, როდესაც სიცოცხლის უსაშველო, გადახლართულ რითმში ხარ ჩართული, ძნელია შენს ირგვლივ რეალობას ნამდვილად ჩახედო თვალებში. ცხოვრება იმდენად გაუგებარია, რომ თითქმის შეუძლებელია გაჩერდე და გვერდიდან შეხედო საკუთარ გზაზე მიმავალ თავს. სამწუხაროა, რომ ჩვენთვისავე მნიშვნელოვან რაღაცეებს სწორედ მაშინ ვაანალიზებთ, როდესაც ჭეშმარიტი დასასრული ახლოსაა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ არაფერს არ ნანობს. ეს ცხოვრებისეული ტრაგედია და

წარსულის ჩუმი ძახილი Read More »

ადგილი, რომელიც იძირება

ადამიანი ყველაზე სასტიკი ცხოველია დედამიწაზე. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი კეთილდღეობის გამო გარშემო ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. მისი ეგო იმდენად ძლიერია, რომ ზღვის ბობოქარ ტალღებსაც კი მოერევა. ბოლო პერიოდია, რაც საზოგადოებას თანაგრძნობის უნარი გაუქრა. ადამიანები ეგოისტურად აკეთებენ ყველაფერს და მომავალზე არ ფიქრობენ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს კი ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე. მათ ემოციებზე მაღლა ფული დგას. სწორედ

ადგილი, რომელიც იძირება Read More »

წასვლის ოცნება

თანამედროვე ქართული კინო ხშირად ქვეყანაში აქტუალური სოციალური პრობლემების ანარეკლს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარი გვიხატავს მტკივნეულ ესკიზს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს ადამიანი, გააცნოს თავისი სამყარო უცხო სტუმარს, მაშინ როცა თავად ამ სამყაროსგან გაქცევაზე ოცნებობს. ფილმი იწყება უმარტივესი სიტუაციით, აეროპორტში დახვედრით, თუმცა ერთი დაკარგული სავიზიტო ბარათი მთელ მოქმედებას კომიკური და დრამატული გაუგებრობის პლატფორმად აქცევს. ეს არის

წასვლის ოცნება Read More »