ყველას გვიყურებს და გვხედავს ერთი და იგივე ცა
რამდენიმე წლის წინათ, ახალ ქართულ კინოში, მოულოდნელად, ახალი ხმა გაისმა. გამოჩნდა ახალი სახე – ალექსანდრე კობერიძე, რომელმაც მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (საკუთარი სცენარით, საქართველოს Sakdoc Film-ისა და გერმანიის DFFB-ის კოპროდუქცია, ეროვნული კინოცენტრისა და სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით) სრულიად კინოსამყაროს ყურადღება დაიპყრო.ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი (პირველ, 2017 წელს, ტელეფონზე გადაღებულ „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხულისგან“ …