ლიზას გზა
30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. არ არის პატარა დრო. შეიძლება ისტორიისათვის არის, მაგრამ არა – ცხოვრებისათვის, არც ხელოვნებისათვის. ჭრილობა ისევ ღიაა, ტკივილი ისევ ცოცხალია.კინოშიც არ დახურულა ეს თემა. დროდადრო ჩნდება ფილმები. ზოგი კარგი, ზოგიც – ნაკლებად სხვადასხვა გზავნილებით: „ეს მიწა ჩვენია“, „ჩვენ გვტკივა“, „ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ“, „ჩვენ დავბრუნდებით“, „ჩვენ მესამე ძალამ გვაჩხუბა“, „ჩვენ ძმები ვართ“, …