შიშიდან „საშიშ დედამდე“
პირველი ფილმები განაცხადია დიდ კინოში დასამკვიდრებლად. თავიდან რთულია განსაზღვრო, რამდენად თვითმყოფადია ხელოვანი. კინორეჟისორი ანა ურუშაძე ბედნიერ გამონაკლისთა შორისაა და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საშიში დედა“ (2017) მისივე თაობის კინონამუშევრებისგან განაპირა ადგილს იკავებს ინტერესების არეალითა და მხატვრული ღირებულებით. მასში გადმოცემულია თითქოს მარტივი ამბავი: ოჯახის დედა, დიასახლისი მანანა (ნატო მურვანიძე) მუშაობს წიგნზე, რომელსაც მისი ქმარ-შვილი და …