არ მჯერა
დავიწყებ არცთუ ორიგინალური კითხვით – რის მიხედვით ვაფასებთ, ზოგადად, ფილმს, რას ვაქცევთ უპირატეს ყურადღებას: „რას“ თუ „როგორს“? თუ „რას“ – მაშინ ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა“ (2021) მშვენიერი ფილმია, აქტუალური პრობლემით, რომელიც დღეს წამყვან ტენდენციად იქცა არამარტო მსოფლიო, არამედ ქართულ კინოშიც, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება კვლავინდებურად თვალს უხუჭავს მას და არც დიდად სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი. განსხვავებულობის …