ხარაგაული გოდოს მოლოდინში
დიდი ამბიციები, მასშტაბური პროექტები, სოფლის მოსახლეობა, მთავრობის არასწორი ნაბიჯები და დაუსრულებელი მოლოდინი. ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, „გვირაბი“ (2019) არის ცხადი მტკიცებულება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის. „გვირაბი“ ხარაგაულის რაიონში, მოლითის სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დაუსრულებელ ციკლს ასახავს. მთავრობისა და „საქართველოს რკინიგზის“ ეს მასშტაბური და პომპეზური პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დღის წესრიგს …