ერთი დანაშაულის ამბავი
მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ …