მშვენიერი და სანახაობრივი
როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ …