ვთამაშობთ ლოტოს
იგავი ლიტერატურასა და კინოში მეტყველი, გამომსახველი და მრავალშრიანი ფორმაა, რომელიც გამორიცხავს მკითხველზე/მაყურებელზე იდეურ-კონცეპტუალურ თუ მიზანმიმართულ ძალადობას და სტანდარტული ჩარჩოების, მკაცრად დადგენილი ნორმების გარეშე იწყობა. იგი არღვევს სტერეოტიპებს, მათგან სრულიად დისტანცირებულია და საკუთარი, შინაგანი წესებით იმართება. თანამედროვე იგავის ფორმა კიდევ უფრო თავისუფალი და გახსნილია. შეიძლება ნებისმიერ ჟანრს მოერგოს და მაინც დარჩეს თავისუფალი. ამავე დროს, არ დაკარგოს …