თამაში წესების გარეშე
1990-იანი წლების ცხოვრება ყველასათვის მტკივნეული პერიოდი იყო. ადამიანებს ყოველდღე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ. იმ პერიოდში მათ როგორც ერთმანეთის უარყოფა, ისე დახმარება ისწავლეს. მათ რომ ერთმანეთი არ ჰყოლოდათ და ჯგუფებად არ ყოფილიყვნენ, იმ არეულ სამყაროში, ალბათ, ვერც გადარჩებოდნენ. სწორედ ჯგუფებად და მხარეებად დაყოფამ გამოიწვია ომი, რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა. ომის ერთ-ერთი მიზეზი, ყველაფერთან ერთად, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. …