ცოდვის შვილები
სკოლა, ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ადამიანები. გაიცნობენ სხვებს, უმეგობრდებიან, ჩხუბობენ კიდეც, უშვებენ შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეუსაბამო ქცევა სხვებზე ახდენს გავლენას. იარები, რომლებიც სკოლიდან აქვთ ადამიანებს ზოგჯერ ხილულია, ხშირად უხილავი და მათ ანადგურებს. „სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ!“ – ფრაზა, რომელმაც მთელი კინოსურათი დაიტია. …