სადღაც გამქრალი მარტოობის მარტივი ამბავი

არსებობს თუ არა, ქართულ ხელოვნებაში, კერძოდ, დრამატურგიაში, კინოში, თაობათა შორის უთანხმოების იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ეს გერტრუდ სტაინის მიერ „დაკარგული თაობის“ შემოქმედებითი რეალიებისა და ფსიქოტიპების ახსნაში მოიძიება. ეს, ჯერჯერობით, მაინც საკამათოა და, ალბათ, ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, ცხადია, რომ საბჭოთა სისტემის დაშლიდან, სულ რაღაც (ან უკვე), 30-ზე მეტი წელი გავიდა და „დაკარგული თაობის“ რამდენადმე ილუზორული ხედვა …

სადღაც გამქრალი მარტოობის მარტივი ამბავი წაკითხვა

პატარძლები სიცარიელეში

მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი, განწყობის ილუზიის ყველაზე უჩვეულო ფორმებიც კი რეალობის მტკიცე მოცემულობას ემორჩილება – დამოუკიდებლად იმისაგან, რა ფერითი და კომპოზიციური ექსპერიმენტირების ხარისხზეა საუბარი. პირობითობის ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც, შუქ-ჩრდილისა და ფერის კომპოზიციური ხასიათის საფუძველი სინამდვილეა – სიურრეალისტურიდან რეალისტურის ყველაზე მკვეთრ გამოხატულებაშიც კი. ამ მოცემულობას დიდად ვერ ვცვლით. სამაგიეროდ, არსებობს კინოს უჩვეულოდ მძაფრი უნარი, ნებისმიერი ილუზიიდან სინამდვილემდე …

პატარძლები სიცარიელეში წაკითხვა

სევდიანია დრო აღლუმთან ერთად

ქართული კინოს ტრადიცია თემატურად თუ მეორდება და მხატვრულ-თემატურ ინტერპრეტაციებს საინტერესოდ თუ განავითარებს, მაშინ ეს ყველაზე ნათლად და ცხადად ადამიანის მიერ საკუთარი თავის ძიების, უფუნქციობის, ან შემგუებლობის და სულიერი კრიზისის ვერსიებს ეხება – მათ, რომელნიც სათავეს სამოციანელთა მიერ ინტერპრეტირებულ თემებში იღებენ და შემდეგ ათწლეულების მანძილზე სხვადასხვაგვარ გამოვლინებას პოულობენ – 1980-1990-იან, 2000-იან და უახლესი პერიოდის ქართულ კინოში. …

სევდიანია დრო აღლუმთან ერთად წაკითხვა

გახუნებული მზე კონფლიქტის ზონაში

თანამედროვეობის უფერულ სივრცეში გადაშლილი უსამართლობის სახე ერთი სოფლის მკვიდრის ბიბლიურ განზოგადებად შეიძლება თურმე აღვიქვათ, თუ ბედნიერების, კაცთმოყვარების და სიმართლის ჩაგვრის ნამდვილ ამბავს შევქმნით. რეჟისორისა და სცენარის ავტორის, ბესო სოლომანაშვილის მხატვრული ფილმი, ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (2021) 2008 წლის ომის ტრაგედიას ასახავს. ასეთი კონკრეტული და დრამატული, მთელი თავისი არსით, ადამიანთა უბედურება, როგორც ჩანს, იოლად შეიძლება განზოგადდეს, თუ …

გახუნებული მზე კონფლიქტის ზონაში წაკითხვა

ღირსებიდან სიჩუმემდე

ნებისმიერი სოციალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფუნქციადაკარგული და ადამიანური ღირსების შემლახველი ფაქტების მხატვრული ინტერპრეტაცია, ძალიან იოლად შეიძლება გარდაისახოს ტრაგედიად – ასეთია თანამედროვე სინამდვილის მიერ ნაკარნახევი და ჯერ კიდევ იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან შემორჩენილი, სინამდვილესთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზა, რომელიც კინოსთვის უცვლელად იძლევა ტრაგიკულ დასასრულამდე მისვლის შესაძლებლობებს. სოციალური დრამის ეს უნარი, თუნდაც იმის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური …

ღირსებიდან სიჩუმემდე წაკითხვა

ორ სამყაროს შორის

ქართული კინოს ისტორიაში, პოეტური და მეტაფორული მხატვრული აზროვნების კვალდაკვალ, მუდმივად იცვლება როგორც ხედვის მახასიათებლები, ასევე ის, რასაც დღეს ეწოდება ფაქტებად და მოვლენებად აღქმული თანამედროვეობა, რომელიც ყოველთვის თანმდევია თავისთავადი, გარდატეხებით თუ ომებითა და პანდემიებით გამოწვეული ეგზისტენციალური კრიზისით.ამ ფონზე ხელოვნება, დროდადრო, საკუთარ თავთან დიალოგსაც მიმართავს, რაც სრულიად პროზაულ ფორმაშიც შეიძლება გამოიხატოს. გიორგი ოვაშვილის ფილმში, ,,მშვენიერი ელენე“ (2022) …

ორ სამყაროს შორის წაკითხვა