დროში დაკარგული გმირი
„გამარჯობა ქალბატონო, რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?“ – ისმის კადრსმიღმა ხმა ჯერ კიდევ შავი ეკრანისა და ტიტრების ფონზე – ასე იწყებს რეჟისორი კეკო ჭელიძე თავისი ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირის გაცნობას მაყურებლისთვის. სადღაც მეოთხე წუთზე შემოდის მუსიკა და უკვე გარკვევით ჩანს თავად გმირიც – გზაჯვარედინზე მდგომი პატარა გამხდარი კაცი, დიდი გიტარით ხელში, რომელსაც …