ცოცხალი სიღარიბე

ხელოვნება ხშირად იქცევა ხოლმე იმ ხმად, რომელსაც საზოგადოება არ ან ვერ უსმენს. არსებობს თემები, რომლებზეც ხშირად რთული და მტკივნეულია საუბარი. სიღარიბე სწორედ ასეთი თემაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ ღრმად ადამიანური ტრაგედია, რომელსაც შეუძლია პიროვნება ჩრდილში მოაქციოს, წაართვას სახე და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად აქციოს.  სწორედ ამ მძიმე რეალობას წარმოაჩენს ნათია შარმიაშვილის სტუდენტური ფილმი […]

ცოცხალი სიღარიბე Read More »

დაკარგული ცხოვრება

ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა

დაკარგული ცხოვრება Read More »

განშორების სევდა

განქორწინება, რაც არ უნდა რთული ურთიერთობებისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა იყოს, მაინც იწვევს სიცარიელის, უიმედობის, მომავლის შიშისა და შფოთვის განცდას. ცოლ-ქმარი, რომელიც ერთ სისხლად და ხორცად მოიაზრებოდა, იხლიჩება და მათი გეგმებიმსწრაფლ იცვლის მიმართულებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი ყირამალა დგება. ამ ქაოსით გამოწვეული შფოთვა საკმაოდ დიდხანს გრძელდება მანამდე, სანამ ორივე არ მოერგება ახალი ცხოვრების რიტმს და თავიდან

განშორების სევდა Read More »

რწმენის მოლოდინში

ადამიანური ფუნდამენტის მთავარი ქვაკუთხედი ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ერთმანეთთან და შემდეგ საკუთარ თავთან გვაკავშირებს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოჩენილ ძვირფას ადამიანებს, სხვადასხვანაირად, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ყველასათვის. და-ძმის ურთიერთობას ხშირად შეიძლება ბეწვის ხიდზე გადიოდეს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად კომპლექსურია ურთერთობა, სადაც ერთ ჭერქვეშ, ერთ გარემოში, ერთ ოჯახში იზრდება ორი ადამინი და მხოლოდ ასეთ ცხოვრებას არიან მიჩვეული. მოულოდნელად,

რწმენის მოლოდინში Read More »

ზაფხულის ზარხუფი

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „გვამი“ წერდა: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა.“ სტივენ კინგის აღნიშნული ციტატის დაკავშირება კინოს, როგორც მედიუმის, ბუნებასთან შეიძლება. კინოხელოვნების ძვირფასი მხარე ისაა, რომ

ზაფხულის ზარხუფი Read More »

ცეკვა ვნების გარეშე

ადამიანების უმეტესობას სმენითი მეხსიერება აქვს – გარკვეული ფრაზები, მელოდიები და ჰანგები მარტივად ამახსოვრდება, მათი დიდი ხნის შემდეგ გაგონება კი ნოსტალგიურ გრძნობას ბადებს. რა შეგრძნება დაგეუფლებოდათ ახლა რომელიმე ძველ ქართულ რადიოს რომ მოუსმინოთ? თავისი გადაცემების შესავლებითა და ნაცნობი წამყვანის ხმებით. ეს რაღაც ძალიან შორეულ და ნოსტალგიურ ქმედებად იქცა, ვინაიდან ახლა ადამიანების უმეტესობა მანქანაში, ბლუთუზის მოწყობილობის საშუალებით,

ცეკვა ვნების გარეშე Read More »

„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში

წარმოუდგენელია იყო ხელოვანი და არ გაწუხებდეს შენი ქვეყნის, ხალხის ტკივილი, ადამიანის ბედ-იღბალი და ისე ეწეოდე შემოქმედებით საქმიანობას. თუ არ გტკივა და დარდობ, ვერც იფიქრებ და აქედან გამომდინარე, ვერც იაზროვნებ. სწორედ ამიტომ ხან იქმნება ღირებული ხელოვნების ნიმუშები და ხან არა. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმები კი ამ წუხილის ამოთქმაა, როცა გიჭირს მტკივნეულ თემებს შეეხო, მაგრამ სინდისი არ

„მრავალჟამიერი“ ბრაიტონში Read More »

ანას ცხოვრების ორი დღე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს, შენ კი მიჰყვები მას, როგორც

ანას ცხოვრების ორი დღე Read More »

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის შექმნა მარტივი, მაგრამ არცთუ ისე

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის Read More »

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ

ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით. თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და ასეთ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ Read More »