ფუჭი დაპირება

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დიდი უიმედობის, იმედგაცრუებისა და დაბროლებებთან პირისპირ დადგომის უნარს კარგავს. ასეთ დროს, ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომლითაც არ ვამაყობთ. ხშირად ამას იმით ვამართლებთ, რომ გვიჭირს, „ცხოვრებამ ასე მოიტანა“ და ასე შემდეგ. რაღაც ეტაპზე, ადამიანებს შორის იმხელა უფსკული ჩნდება, რომ რთულია ამოიცნო, ვინ არის მართალი. ნუთუ სამყაროში ყველაფერი ცუდად და კარგად იყოფა? …

ფუჭი დაპირება წაკითხვა

ყუთში გამომწყვდეული იმედი

ადამიანის ბუნებაში მჭიდროდ ჩაჭედილი ლურსმანივითაა გამჯდარი კომფორტის ძიება და უკეთესისკენ სწრაფვა. როგორც წესი, როცა ჩიხში მოქცეული ინდივიდი ალყაშემორტყმული კედლების გარღვევას ვერაფრით ახერხებს, ნაცვლად იმისა, რომ სრულ სასოწარკვეთას მიეცეს, გამალებით აცეცებს ხელებს ღრიჭოების საპოვნელად – ეგებ შენიშნოს თავისუფალი სივრცეები, რომელთა ამოვსებაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცხოვრებას გამორჩა და მათზე ფეხის დადგმითა და ბაწრად დაწნულ უკანასკნელ ოცნებაზე ჩაჭიდებით …

ყუთში გამომწყვდეული იმედი წაკითხვა

ხილული და უხილავი

გარემოვაჭრეები არიან ის ადამიანები, რომელთა შრომა რამდენადაც ხილული, ამდენადვე უხილავია. ხილულია იმ მხრივ, რომ ისინი თითქოს განუყოფელ დეტალს წარმოადგენენ ქუჩებისა და ქალაქების ექსტერიერისათვის. უხილავობაც ზუსტად ამ ყოველდღიური გადაკვეთისა და ნახვის შესაძლებლობის გაცვეთილი სურათებიდან გამომდინარეობს, რომელსაც რამდენადმე უსწორდება თვალი, ჩაუვლის ფიზიკური სხეული გვერდს თუ შეიძენს მისგან ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებს, იმდენადვე გაგრძელებს მის გზას, შეუმჩნევლად მოიტოვებს უკან …

ხილული და უხილავი წაკითხვა

 შენც დაპატიჟებული ხარ 

ათწლეულების წინ, ინდონეზიაში, სულავესის კუნძულის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე ნახატებს მიაგნეს. უახლესი ტექნიკის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ნახატები 51 200 წლის წინ არის შექმნილი და უძველესი ნარატიულიხელოვნების ნიმუშებია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. მკვლევართა აზრით, ასეთ ნახატებს ადრეული ჰომო საპიენსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კედლებზე ასახულია ღორებზე ნადირობის სცენა – ასე ამცნომსოფლიოს ერთმა სტატიამ უძველესი ხელოვნების შესახებ. მოდი, დრო ავაჩქაროთ, …

 შენც დაპატიჟებული ხარ  წაკითხვა

ოჰ, ეს ჩვენი დამღუპველი ილუზიები

რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ვხდებით საკუთარი ემოციურობის, მეოცნებე ბუნებისა და გულუბრყვილობის მსხვერპლი. ხშირად დაუფიქრებლად, გაუცნობიერებლად ვეხვევით საკუთარი ფანტაზიების მორევში და გვავიწყდება, ობიექტურად შევხედოთ რეალობას. გვჩვევია აღტაცება საგნებითა თუ ადამიანებით და ვერ ვაანალიზებთ, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ განცდილი ან გადმოცემული გრძნობები სინამდვილეს. არის შემთხვევები, როდესაც მათ ვენდობით, ვისაც არც კი ვიცნობთ, ისინი გვიყვარდებიან, ვის პიროვნებასა და …

ოჰ, ეს ჩვენი დამღუპველი ილუზიები წაკითხვა

რისი ეშინია მამას?

ოჯახში არსებული გაუცხოება ქართული კინოსათვის ნაცნობი თემაა. გურამ ბაქრაძის სტუდენტური ფილმი, “მამაც” (2014) ამ თემას ეხება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ეს პრობლემა ლაკონურად, თანმიმდევრობითა და ბევრი კითხვის ნიშნის გაჩენის გარეშე მოგვიყვა. ნამუშევარი დაცლილია უსარგებლო დეტალებისაგან და ყურადღება მხოლოდ იმ მომენტებზეა გამახვილებული, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა რეჟისორს. ფილმში სულ სამი მთავარი პერსონაჟია, ქართული საზოგადოების ტიპურ სახეებს რომ …

რისი ეშინია მამას? წაკითხვა

როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია

2022 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში აჩვენეს სტუდენტური ანიმაციური ფილმი, ,,ცათამბჯენი“ (2020), რომელმაც ჩემთვის ფავორიტ ნამუშევართა სიაში ადვილად დაიკავა თავისი ადგილი. იშვიათად მომწონებია პატარა კინემატოგრაფიული ამბავი, რომელიც სათქმელს ასე ლაკონიკურად, მრავლისმთქმელად და შთამბეჭდავად ამბობდეს. მითუმეტეს კი, ისეთ მარადიულ ადამიანურ მანკიერებასა და, სამწუხაროდ, დაუძლეველ პრობლემაზე, როგორიც კორუფციაა. ,,ანიმაციას შეუძლია ახსნას ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც …

როგორ ,,მოვაწყოთ“ იდეალური კორუფცია წაკითხვა

შურისძიება

უცნაური რამაა ეს ცხოვრება. არასდროს იცი, რა დროს რას უნდა მოელოდე მისგან. ხანდახან განცდა გაქვს, რომ ვიღაც შენს ყოველდღიურობას თვალს ადევნებს და ზუსტად ისეთ მომენტში გიქმნის პრობლემას, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ნაკლებად ხარ მზად მის მოსაგერიებლად; როდესაც გგონია, რომ უკვე სამშვიდობოს ხარ გასული და წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები შენზე გავლენას ვეღარ იქონიებენ; როცა …

შურისძიება წაკითხვა

მიბაძვა – დამხმარე საშუალება ან ხელისშემშლელი ფაქტორი

თანამედროვე საავტორო კინოში გვხვდება რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორებიც მიმართავენ და ხშირად ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ფილმს ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნა კონკრეტული სტანდარტი და ეს სტანდარტი „აუცილებლად“ გასათვალისწინებელია. ამდენად, ხშირადაა ფილმებში მიბაძვა. ერთი მხრივ, მიბაძვა შესწავლის და განვითარების პროცესია, ხოლო მეორე მხრივ, ის რეჟისორისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები რეჟისორისთვის, ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. …

მიბაძვა – დამხმარე საშუალება ან ხელისშემშლელი ფაქტორი წაკითხვა

რატომ არ არის ცხოვრება შოკოლადივით ტკბილი?!

ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება. დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის …

რატომ არ არის ცხოვრება შოკოლადივით ტკბილი?! წაკითხვა