WHAT IS DAD SCARED OF?
ოჯახში არსებული გაუცხოება ქართული კინოსათვის ნაცნობი თემაა. გურამ ბაქრაძის სტუდენტური ფილმი, “მამაც” (2014) ამ თემას ეხება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ეს პრობლემა ლაკონურად, თანმიმდევრობითა და ბევრი კითხვის ნიშნის გაჩენის გარეშე მოგვიყვა. ნამუშევარი დაცლილია უსარგებლო დეტალებისაგან და ყურადღება მხოლოდ იმ მომენტებზეა გამახვილებული, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა რეჟისორს. ფილმში სულ სამი მთავარი პერსონაჟია, ქართული საზოგადოების ტიპურ სახეებს რომ …