WE PLAY LOTTO

იგავი ლიტერატურასა და კინოში მეტყველი, გამომსახველი და მრავალშრიანი ფორმაა, რომელიც გამორიცხავს მკითხველზე/მაყურებელზე იდეურ-კონცეპტუალურ თუ მიზანმიმართულ ძალადობას და სტანდარტული ჩარჩოების, მკაცრად დადგენილი ნორმების გარეშე იწყობა. იგი არღვევს სტერეოტიპებს, მათგან სრულიად დისტანცირებულია და საკუთარი, შინაგანი წესებით იმართება. თანამედროვე იგავის ფორმა კიდევ უფრო თავისუფალი და გახსნილია. შეიძლება ნებისმიერ ჟანრს მოერგოს და მაინც დარჩეს თავისუფალი. ამავე დროს, არ დაკარგოს […]

WE PLAY LOTTO Read More »

RETURN TO LIFE

როცა მშობელს კარგავ, ობოლი ხდები, თუ მეუღლეს – ქვრივი, მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს იმდენად საშინელია, რომ ხალხმა ამას სახელიც კი ვერ მოუძებნა. ძნელია ამ ტრაგედიის ანალოგის პოვნა და მშობლის ადგილას თავის წარმოდგენა. თინათინ ემირიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „შავი ზღვა“ (2021) ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ამ ტრაგედიის სრული სიღრმე და მასშტაბურობა. ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელმაც

RETURN TO LIFE Read More »

TICKET TO EXIT JAIL

ციხე არის ადგილი, რომელშიც შენი, როგორ პიროვნების, სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, ციხის უფროსის ხელშია და სწორედ ის აკონტროლებს, რა მოხდება კედლების შიგნით. სუსტები იშვიათად თუ გადარჩებიან, ძლიერები ციხის მაყურებლები ხდებიან და მთელი მათი იქ ყოფნის მანძილზე სწორედ ციხის უფროსს ექვემდებარებიან ხოლმე. თავისუფლება ციხის კარის წინ მთავრდება. გისოსები მარწუხებივით ეკრობა ადამიანს

TICKET TO EXIT JAIL Read More »

NATIVE "METALURG"

თბილისის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე ქართული კინოპროგრამა, შეიძლება ითქვას, ყველაზე სუსტი იყო ამ ფესტივალის ისტორიაში, თუმცა იყო „მარგალიტები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს და საოცარი ემოციებით აღჭურვეს მაყურებელი. ასეთი გამორჩეულად კარგი ფილმი იყო გიორგი ვარსიმაშვილის და ჟან ნუშის კინოსურათი, „სასტუმრო „მეტალურგი“ (2023), რომელიც მოგვითხრობს წყალტუბოში, სასტუმრო „მეტალურგში“ შესახლებულ, აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებზე, რომლებისთვისაც 30 წლის მანძილზე ეს შენობა მშობლიურ

NATIVE "METALURG" Read More »

SINCE TIME AND OCCASION RULE EVERYTHING

ყველა დროსა და პერიოდში (რასაც და „ამგვარობას“, დროის დინებასთან ერთად, ისტორიული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, ლოკალური თუ არალოკალური, პროცესები განსაზღვრავენ), ხელოვნებაშიც ახალი სტილური, მხატვრული ძიებები, გამოხატვის ახალი ფორმების ჩამოყალიბება იწყება, ახალი მიმართულებები, მიმდინარეობები ჩნდება და ახალი ტენდენციები მკვიდრდება. ბოლო ათწლეულის ქართულ კინოშიც იგივე ხდება. ახალი თემატიკისა და პრობლემების მომცველი, რეალობის ახალ ჭრილში, ახალი რაკურსით

SINCE TIME AND OCCASION RULE EVERYTHING Read More »

LOVELY AND SPECTACULAR

როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ

LOVELY AND SPECTACULAR Read More »

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM

თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM Read More »

IN PURSUIT OF A DREAM

ემიგრაციის თემა ფართოდ განიხილება კინოში. ეს პრობლემა მუდმივად აქტუალურია, მასზე იქმნება არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური ფილმებიც. ასახო შიშები იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ამის გულწრფელი ჩვენება დოკუმენტურ ფილმებში უფრო კარგადაა შესაძლებელი, რადგან ადამიანი თავად ყვება საკუთარ ამბავს, განვლილ გზას, ზედაპირზე ამოაქვს შინაგანი ემოციები, რითაც უფრო ზუსტადაა შესაძლებელი

IN PURSUIT OF A DREAM Read More »

THE STORY OF A GOOD MAN'S GOOD NATURE

თინათინ და ხვიჩა ემირიძეების დოკუმენტური ფილმი, ,,რესპუბლიკა“ 2021 წელსაა გადაღებული, მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის სრულ იზოლაციასა და ახალი კატაკლიზმების მოლოდინში იყო… თუმცა, როგორც ყოველთვის და არა მხოლოდ მაშინ, კატასტროფის მოლოდინი, ჩვეული რამაა, ჩვეული დამძიმებული გარემოსთვის. და მაინც, ,,რესპუბლიკის“ მთავარი გმირი, ამ ჩვეული სამყაროს არაჩვეულებრივად მოფიქრალი შვილია, ალბათ, ერთ-ერთი იმ სადღაც შემორჩენილი ადამიანთაგანი, ვისაც ახსოვდა თაობების

THE STORY OF A GOOD MAN'S GOOD NATURE Read More »

COMPULSION

ადამიანებს ყოველთვის უწევთ ვიღაცების დატოვება, გარემოს შეცვლა. ამას ხან საკუთარი ნებით, ხან იძულებით აკეთებენ. ისინი იხლართებიან ურთიერთობების ქსელში და გამოსასვლელს ვერ პოულობენ, არ იციან, როგორ დაბრუნდნენ იქ, სადაც საკუთარი თავი ეგულებათ ან იციან და ვერ ბრუნდებიან. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. იგი ყველაფერს თმობს იმისთვის, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. ეს მსხვერპლი, ხანდახან, იმდენად

COMPULSION Read More »