FREEZE IN RELATIONSHIPS

ქართული კინო ბევრად უფრო საინტერესო, დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა. მის რიგებს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. გასული საუკუნის ბოლოსა და ახლის დასაწყისში შექმნილმა, დეპრესიული ხასიათის მქონე ჩაბნელებულმა, ერთი და იგივე თემატიკის ფილმებმა უკან გადაიწიეს. ეკრანი განათდა, გაფერადდა, გამოსახულება გამკვეთრდა, ფილმების რიცხვმაც იმატა და მათ საერთაშორისო ასპარეზზეც თავაწეული მსვლელობა დაიწყეს. ზოგი ფილმი თავიდანვე ინტერესს იწვევს […]

 FREEZE IN RELATIONSHIPS Read More »

GOAL THAT NOTHING CAN HINDER

ნიკო ლომოურის ლექსი, „ყინვა და პატარა მოწაფე“ თითქმის ყველასთვის, ვისაც ეს ლექსი უსწავლია, ბავშვობის პირველი სიღრმისეული განცდის, წარუშლელი სევდიანი ემოციების გამომწვევ მოგონებად არის სამუდამოდ ჩაბეჭდილი. რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის (2023) ინსპირაცია სწორედ მისი ბავშვობიდან გამოყოლილი ანალოგიური შეგრძნებების პროდუქტს წარმოადგენს. მართალია, საბავშვო ჟანრის ფილმი ოვაშვილის შემოქმედებაში სიახლედ აღიქმება, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მის წინა

GOAL THAT NOTHING CAN HINDER Read More »

FAMILY OF THREE GENERATIONS

2006 წელს კინორეჟისორმა, ილო ღლონტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ხუთი ვარიაცია“ წარუდგინა მაყურებელს და საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. სუბიექტური კამერით გადაღებული ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ხუთი პერსონაჟის მიერ დანახული ერთი ოჯახის თავგადასავალს. მართალია, კინოს არსებობის მანძილზე, ამ პრინციპით, არაერთი ფილმი შეუქმნიათ, მათ შორის, დიდ რეჟისორებსაც. მაგალითად, იაპონელი აკირა კუროსავას კინოსურათმა, „რაშომონი“ (1950) პირველად მიმართა ახლებურ ხედვას (რამდენიმე ადამიანის

FAMILY OF THREE GENERATIONS Read More »

MOTHER AND FATEFUL HAVOC

ლანა ღოღობერიძეს 60 წელზე მეტია ქართულ კინოში გამორჩეული ადგილი უკავია. მისი შემოქმედების დასაწყისიდანვე, პირველ მხატვრულ ფილმში, „ერთი ცის ქვეშ“ გამოიკვეთა ქალთა ბედით, მათი პრობლემებით დაინტერესება, რაც მთელი მისი შემოქმედების თანმდევია, მაგრამ ამ თემის რეფლექსია კონცეტრირდება ტოტალიტარული ქვეყნის ავბედით დრამატულ თარიღზე – 1937 წელზე, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის გამორჩეული, მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების უდიდესი

MOTHER AND FATEFUL HAVOC Read More »