EXHALE FOR KINDNESS SAKE

დიტო ცინცაძე თანამედროვე ქართული კინოს (მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოშიც იღებს ფილმებს) ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მის ყოველ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ხვდებიან კინემატოგრაფისტებიცა და კინოსმოყვარულებიც. მისთვის ეტაპობრივი, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 1993 წელს გადაღებული ფილმი „ზღვარზე“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოდათვალიერებაზე მიიწვიეს. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს კინოსურათი საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლეოპარდით“ დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე […]

EXHALE FOR KINDNESS SAKE Read More »

LOST IN THE LABYRINTH OF MEMORIES

„სამოციანელები“ ეწოდება რეჟისორთა ერთ თაობას, რომლის წარმომადგენლებმაც ყველაზე მეტად მოახერხეს დაპირისპირებოდნენ „მამებს“ თავიანთი ეროვნული, დემოკრატიული ღირებულებებით, თავისუფლებისაკენ სწრაფვითა და ინდივიდუალიზმით. ფაქტობრივად, ქართული კინოს განვითარების შემდგომ ეტაპებზე ვერც ერთმა თაობამ ვერ მოახერხა მათი ჩანაცვლება, მათთან დაპირისპირება, პირიქით, სწორედ „სამოციანელების“ ხელოვნებამ „ასაზრდოვა“ შემდეგი თაობების კინო. ლანა ღოღობერიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საბჭოთა კავშირში არსებული ძლიერი ცენზურის

LOST IN THE LABYRINTH OF MEMORIES Read More »

WHEN THE BLACKBERRY BLOSSOMED

ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია თაობების მიერ გამოცდილ-გადამოწმებული მზა სქემებით ცხოვრობს, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ ასაკში როგორ უნდა გამოიყურებოდე, რა გაინტერესებდეს, რისკენ ისწრაფვოდე და რა მოვალეობები გეკისროს. განსაკუთრებით დაუნდობელი ეს დაუწერელი სქემა-კანონები არის ქალების მიმართ, რომელთა ცხოვრების გზა მკაცრად განისაზღვრება ასაკით. თითქმის ყველა, 30 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი ქალისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენს,

WHEN THE BLACKBERRY BLOSSOMED Read More »

WINTER DEPRESSION WITH SUMMER ILLUSION

რამდენადაც საინტერესო და განსხვავებულად რთულია ყოფის ასახვა კინოს რეალისტურ საწყისზე აქცენტისას, იმდენად განსხვავებულია ნებისმიერი რეჟისორისათვის ყოფითი დეტალების არსი. შესაძლებელია, ეს ტკბობის ეფექტში ან სულაც ახალი სამყაროს შეცნობის სურვილში გადაიზარდოს – ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდეს სარეჟისორო პოზიციიდან… თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. საკუთარი თავის შეცნობის სურვილში გათავისებული სიუჟეტური მოტივები, რომლებიც ყველა თაობის კინემატოგრაფისტთა საფიქრალია, ხშირად ყოფითი დეტალების

WINTER DEPRESSION WITH SUMMER ILLUSION Read More »

BLOWS AND BENEFITS THAT DEATH BRINGS

ბოლო პერიოდში, ქართულსა და მსოფლიო კინოში იგავის განახლებული ფორმების, იგავური თხრობისკენ მიბრუნების შემთხვევები იკვეთება. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითობასა და ქვეტექსტებს ეფუძნება, შეიცავს მაყურებლისათვის განკუთვნილ გზავნილთა სისტემას და ავტორის მკაფიო პოზიციას ამჟღავნებს. მიანიშნებს, მაგრამ არ განმარტავს. აქვს სიმბოლოთა სისტემით გადმოცემული ფარული აზრი. არ ძალადობს მაყურებელზე და სათქმელის, მოვლენების პირადულად ახსნის პირობას, აღქმის, შეფასების, წაკითხვის სრულ თავისუფლებას

BLOWS AND BENEFITS THAT DEATH BRINGS Read More »

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE

გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი.

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE Read More »

მთები, გზები, შემოქმედება

მთები და გზები – ხიფათიანი, ძნელადსავალი… მთები და გზები… მათ არ უყვართ სუსტნი და მერყევნი. დასაბამიდან მოდის ასე: ვინც მთას შეუდგება, ვინც გზაზე ფეხს შედგამს, რწმენა უნდა ჰქონდეს მტკიცე, მიზანი ნათელი, ნებისყოფა შეურყეველი. თუ არადა მთა გადაულახავია, გზა – გაუვლელი… ჭეშმარიტი ხელოვნებაც მუდამ ფიქრია, მუდამ განსჯაა ცხოვრებაზე, ადამიანთა სავალ გზებზე, იმაზე, რომ გზა დიდია და

მთები, გზები, შემოქმედება Read More »

WHEN YOU CAN'T WAIT TO TELL, WHAT YOU WANT TO TELL

„კარგი სვანური ისტორია“ – ასე ითარგმნება სვანურიდან ქართულად მარიამ ხაჭვანის 2017 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის სათაური. მაყურებელი ამ კინოსურათს იცნობს სათაურით –  „დედე“ (სცენარის ავტორები – მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა). მისი მთავარი გმირი ქალია – დინა (ნათია ვიბლიანი). ფილმის რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აქ თხრობა სავსებით რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და დინას მსგავსი ამბავი, ისევე,

WHEN YOU CAN'T WAIT TO TELL, WHAT YOU WANT TO TELL Read More »

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS

1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე. ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS Read More »

LIFE SACRIFICED TO PERSONAL INTERESTS

იყო ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი არსება, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარ თავსა და პირად ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე წინ. ამ სისასტიკეში არ არის აუცილებელი მოიაზრებოდეს მაინცდამაინც რაიმე სახის ძალადობა, არამედ სულ უბრალო გულგრილობა, უმოქმედობაც კი. მაშინ, როდესაც ადამიანი ხელოვანია, თანაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი, სისასტიკედ ქცეული გულგრილობა და გარემოებების მიმართ

LIFE SACRIFICED TO PERSONAL INTERESTS Read More »