BIRD HAS FLOWN AWAY

თამაში და როლის მორგება რომ ადამიანების მოგონილია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვინ ვის როლს ირგებს და რომელს ამჯობინებს, ამას უკვე თავად სინდისი კარნახობს. ალბათ, უმეტესობა სიტუაციის შესაბამისად უცებ შედის როლში, ხოლო ზოგს მხოლოდ ერთი ნიღაბი აქვს მორგებული და ისე აქვს შესისხლხორცებული და მიწებებული, რომ საკმაოდ დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რათა ეს მიტმასნილი ნიღაბი …

BIRD HAS FLOWN AWAY Read More

THREAD THAT WILL BREAK SOONER OR LATER

რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენები ბედისწერაზე ყოველთვის განსჯის საგანი იყო როგორც ხელოვნების ნაწარმოებებში, ასევე ფილოსოფოსთა ნააზრევში. ნიკოლოზ მაკიაველის აზრით: „ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს“. მითლოგიაში კი ბედისწერას, ღმერთებისა და მოკვდავების ცხოვრების განკარგვაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. შეუძლებელია ამაზე ერთი ჭეშმარიტი აზრი არსებობდეს. ნამდვილად მხოლოდ ბედისწერა თამაშობს დიდ როლს …

THREAD THAT WILL BREAK SOONER OR LATER Read More

WHERE THERE IS LOVE, THERE ARE MORE OPPORTUNITIES

ინგლისელი კინოდოკუმენტალისტი, პოლ როთა აღნიშნავდა, რომ დოკუმენტური ფილმი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ასახავდეს დღევანდელ პრობლემებსა და რეალობასო. გიორგი მრევლიშვილის კინოსურათი, „თორმეტი გაკვეთილი“ (2019) ამის შესანიშნავი მაგალითია. იგი მოგვითხრობს ერთ სოფელში მცხოვრებ ბაბუაზე, ვალერიან კოტრიკაძეზე, რომელიც ცდილობს, აუტისტური სპექტრის შვილიშვილს – ვაკოს გზა გაუკაფოს, გამოუმუშავოს პიროვნული უნარ-ჩვევები, და გადაალახვინოს სირთულეები, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს ინტეგრაცია საზოგადოებაში. მრავალი …

WHERE THERE IS LOVE, THERE ARE MORE OPPORTUNITIES Read More

SOCIAL STIGMA AS THREAT TO DISTINCTNESS

კინოხელოვნება თავისი მრავალმხრივი გამომსახველობითი საშუალებებით რეჟისორს სთავაზობს სხვადასხვა შესაძლებლობას, მაყურებლამდე მიიტანოს თავისი სათქმელი ამა თუ იმ ფორმით. თუ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას თავად რეჟისორი, ეს უკვე მის ნიჭზეა დამოკიდებული. ორიგინალური ხედვა, თხრობის გამორჩეული სტილი, აქტუალური თემატიკა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს ფილმის წარმატებას. ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ფილმის ნარატივიც, თუ როგორ ვითარდება ესა თუ …

SOCIAL STIGMA AS THREAT TO DISTINCTNESS Read More