WE ARE BUTTERFLIES...

ნანა ჯორჯაძე პირველი პროფესიით არქიტექტორია. მან იმუშავა კიდეც ამ სფეროში, მაგრამ ხელოვნის მრავალმხრივობამ კინოს მიანიჭა უპირატესობა, ქართულ კინოს კი ნამდვილად გაუმართლა, რომ მას შემოემატა ყველასაგან განსხვავებული შემოქმედი. მისი ფილმები მოულოდნელობით, გულწრფელობით, სითამამითაა გამორჩეული. მან არამარტო სრულიად სხვა კინოენა შემოიტანა, არამედ ქართულ კინოს მრავალი ჯილდოც მოუტანა, მათ შორის ორი პირველად: 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი […]

WE ARE BUTTERFLIES... Read More »

EXHALE FOR KINDNESS SAKE

დიტო ცინცაძე თანამედროვე ქართული კინოს (მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოშიც იღებს ფილმებს) ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მის ყოველ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ხვდებიან კინემატოგრაფისტებიცა და კინოსმოყვარულებიც. მისთვის ეტაპობრივი, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 1993 წელს გადაღებული ფილმი „ზღვარზე“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოდათვალიერებაზე მიიწვიეს. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს კინოსურათი საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლეოპარდით“ დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე

EXHALE FOR KINDNESS SAKE Read More »

Beyond the "Horizon"

იყო პერიოდი, როცა მსოფლიო კინემატოგრაფში, და რასაკვირველია, ქართულ კინოშიც, თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ კინორეჟისორი ქალები. კინორეჟისურა, სრულიად უსაფუძვლოდ, მამაკაცების საქმედ უფრო ითვლებოდა. დღევანდელ ქართულ კინოში, მართლაც, წარმატებულია მრავალი კინორეჟისორი ქალი. მათი ფილმების უმეტესობაში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, მათ გარშემო ტრიალებს სამყარო ყოველდღიური და, არა მხოლოდ ყოველდღიური, პრობლემებით. თინათინ ყაჯრიშვილის კინოსურათის, „ჰორიზონტი“ (2018) მთავარი გმირი, ამჯერად, მამაკაცია

Beyond the "Horizon" Read More »

NANA + SIMON = HAPPY FAMILY

უცხოეთში, კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრება ძალიან ამაღელვებელი და დაუვიწყარი ამბავია, მითუმეტეს თუ ეს პრემიერა წარმატებული აღმოჩნდება. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ორი ასეთი პრემიერა კინორეჟისორებს – ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს უკავშირდება. ასე იყო 2013 წელს, „ბერლინალეზე“, პირველი ჩვენება ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“, რასაც მოჰყვა კინოჯილდოც და შემდეგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შესაბამისი პრიზებით,

NANA + SIMON = HAPPY FAMILY Read More »

FROM FEAR TO "SCARY MOTHER"

პირველი ფილმები განაცხადია დიდ კინოში დასამკვიდრებლად. თავიდან რთულია განსაზღვრო, რამდენად თვითმყოფადია ხელოვანი. კინორეჟისორი ანა ურუშაძე ბედნიერ გამონაკლისთა შორისაა და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საშიში დედა“ (2017) მისივე თაობის კინონამუშევრებისგან განაპირა ადგილს იკავებს ინტერესების არეალითა და მხატვრული ღირებულებით. მასში გადმოცემულია თითქოს მარტივი ამბავი: ოჯახის დედა, დიასახლისი მანანა (ნატო მურვანიძე) მუშაობს წიგნზე, რომელსაც მისი ქმარ-შვილი და

FROM FEAR TO "SCARY MOTHER" Read More »

"I REMEMBER, I LOVED YOU. . ."

მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისადმი, „იძინებს მზე“ (2017) ინტერესი ორი მომენტით იყო გაპირობებული: მარგო ცნობილი კინოტელერეჟისორის შვილია და ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს ნინო კასრაძე, მსახიობი, რომლის მონაწილეობა ჩემთვის წინაპირობაა ფილმის ან სპექტაკლისადმი განსაკუთრებული ინტერესისა, მითუმეტეს იგი უკვე ნანახი მყავდა მარგო ზუბაშვილის წინა ნამუშევარში, „დინოზავრი“, სადაც მხოლოდ ერთი ეპიზოდითა და  შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით დაგვანახა პერსონაჟის ხასიათი,

"I REMEMBER, I LOVED YOU. . ." Read More »

A NOVEL ABOUT WOMEN

ფილმის, „ანას ცხოვრება“ შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მასში მოთხრობილ ამბავს გაგრძელება ექნებოდა. დღეს ნინო ბასილიას ეს კინოსურათი და შემდგომი ორი ნამუშევარი – „პერსონა №2“ და „ქიმიური ქორწილი“ კინოტრილოგიად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. დრამატურგის, რეჟისორის, მწერლის, ნინო ბასილიას რომანს, „პლასტმასის ნერვს“ ამგვარი მინაწერი აქვს: „მდედრობითი სქესის რომანი“.

A NOVEL ABOUT WOMEN Read More »