ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS

1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე. ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს […]

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS Read More »

WORLD HEROES BOUND BY THE BURDEN OF FREEDOM

თანამედროვე სამყაროს არსებობის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი და, ამასთანავე, რთულად მისაღები უცნაურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტოლერანტულად მოაზროვნე საზოგადოების კომპლექსით შეპყრობილი, თავად ასეთი საზოგადოება ვერ და არ ეგუება სიცოცხლის გარდაუვალ ჭეშმარიტებებს. ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ (2023, რეჟ. ელენე ნავერიანი) ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. საერთოდ, ეკრანიზაციის ტრადიციიდან გამომდინარე, მასში, პირველ რიგში, ,,ახალ ხედვას“ ან რეჟისორის ამოკითხულ ქვეტექსტებს

WORLD HEROES BOUND BY THE BURDEN OF FREEDOM Read More »

A Simple Story of Loneliness that Disappeared Somewhere

არსებობს თუ არა, ქართულ ხელოვნებაში, კერძოდ, დრამატურგიაში, კინოში, თაობათა შორის უთანხმოების იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ეს გერტრუდ სტაინის მიერ „დაკარგული თაობის“ შემოქმედებითი რეალიებისა და ფსიქოტიპების ახსნაში მოიძიება. ეს, ჯერჯერობით, მაინც საკამათოა და, ალბათ, ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, ცხადია, რომ საბჭოთა სისტემის დაშლიდან, სულ რაღაც (ან უკვე), 30-ზე მეტი წელი გავიდა და „დაკარგული თაობის“ რამდენადმე ილუზორული ხედვა

A Simple Story of Loneliness that Disappeared Somewhere Read More »

BRIDES IN THE VOID

მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი, განწყობის ილუზიის ყველაზე უჩვეულო ფორმებიც კი რეალობის მტკიცე მოცემულობას ემორჩილება – დამოუკიდებლად იმისაგან, რა ფერითი და კომპოზიციური ექსპერიმენტირების ხარისხზეა საუბარი. პირობითობის ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც, შუქ-ჩრდილისა და ფერის კომპოზიციური ხასიათის საფუძველი სინამდვილეა – სიურრეალისტურიდან რეალისტურის ყველაზე მკვეთრ გამოხატულებაშიც კი. ამ მოცემულობას დიდად ვერ ვცვლით. სამაგიეროდ, არსებობს კინოს უჩვეულოდ მძაფრი უნარი, ნებისმიერი ილუზიიდან სინამდვილემდე

BRIDES IN THE VOID Read More »

SORROWFUL IS THE TIME WITH THE PARADE

If the tradition of Georgian cinema repeats itself thematically and develops artistic-thematic interpretations interestingly, then this refers to the versions of man's search for himself most clearly and obviously; dysfunctionality, or adaptation and spiritual crisis that originate in the themes interpreted by the 1960s continue for decades. They find various manifestations - in the Georgian cinema of the 1980s-1990s, 2000s and of the most recent period.

SORROWFUL IS THE TIME WITH THE PARADE Read More »

FADED SUN IN THE CONFLICT ZONE

თანამედროვეობის უფერულ სივრცეში გადაშლილი უსამართლობის სახე ერთი სოფლის მკვიდრის ბიბლიურ განზოგადებად შეიძლება თურმე აღვიქვათ, თუ ბედნიერების, კაცთმოყვარების და სიმართლის ჩაგვრის ნამდვილ ამბავს შევქმნით. რეჟისორისა და სცენარის ავტორის, ბესო სოლომანაშვილის მხატვრული ფილმი, ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (2021) 2008 წლის ომის ტრაგედიას ასახავს. ასეთი კონკრეტული და დრამატული, მთელი თავისი არსით, ადამიანთა უბედურება, როგორც ჩანს, იოლად შეიძლება განზოგადდეს, თუ

FADED SUN IN THE CONFLICT ZONE Read More »

FROM DIGNITY TO SILENCE

ნებისმიერი სოციალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფუნქციადაკარგული და ადამიანური ღირსების შემლახველი ფაქტების მხატვრული ინტერპრეტაცია, ძალიან იოლად შეიძლება გარდაისახოს ტრაგედიად – ასეთია თანამედროვე სინამდვილის მიერ ნაკარნახევი და ჯერ კიდევ იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან შემორჩენილი, სინამდვილესთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზა, რომელიც კინოსთვის უცვლელად იძლევა ტრაგიკულ დასასრულამდე მისვლის შესაძლებლობებს. სოციალური დრამის ეს უნარი, თუნდაც იმის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური

FROM DIGNITY TO SILENCE Read More »

BETWEEN TWO WORLDS

ქართული კინოს ისტორიაში, პოეტური და მეტაფორული მხატვრული აზროვნების კვალდაკვალ, მუდმივად იცვლება როგორც ხედვის მახასიათებლები, ასევე ის, რასაც დღეს ეწოდება ფაქტებად და მოვლენებად აღქმული თანამედროვეობა, რომელიც ყოველთვის თანმდევია თავისთავადი, გარდატეხებით თუ ომებითა და პანდემიებით გამოწვეული ეგზისტენციალური კრიზისით.ამ ფონზე ხელოვნება, დროდადრო, საკუთარ თავთან დიალოგსაც მიმართავს, რაც სრულიად პროზაულ ფორმაშიც შეიძლება გამოიხატოს. გიორგი ოვაშვილის ფილმში, ,,მშვენიერი ელენე“ (2022)

BETWEEN TWO WORLDS Read More »