ALL ABOUT BLUEBERRY
ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით. თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და ასეთ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა …