TBILISI-BRIGHTON

კარგია, როდესაც კინორეჟისორი თანამოაზრეებთან ერთად აკეთებს ფილმს. ლევან კოღუაშვილის შემთხვევაში, თანამოაზრე, პირველ რიგში, ბორის ფრუმინია – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, პედაგოგი, რომელმაც კინორეჟისურა შეასწავლა მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურაში. ფრუმინი სცენარის თანაავტორია კოღუაშვილის ფილმების: “ქუჩის დღეები“ (2010), „შემთხვევითი პაემნები“ (2013) და სცენარისტია ფილმისა, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021). ასეთივე თანამოაზრე ჰყავს კოღუაშვილს კოტე ჯაფარიძის სახით, რომელიც […]

TBILISI-BRIGHTON Read More »

PEOPLE LOST IN SEARCH OF EQUALITY 

საბჭოთა ხელისუფლების, ცენზურისა და იდეოლოგიური წნეხის არსებობის პირობებში დოკუმენტური კინო გახდა რეალობის პასიური დამფიქსირებელი, თუმცა განვითარების ამ რუტინულ, ერთფეროვან პროცესში იყო ეტაპები, როცა იგი ცდილობდა საავტორო ხედვისა და მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ 1920-იანი და 1960-იანი წლები არის ქართული დოკუმენტური კინოს აღმავლობის ეტაპები. ახალი თაობა, ერთგვარად, ცდილობს, გააგრძელოს და აღადგინოს საავტორო კინოს საუკეთესო ტრადიციები.

PEOPLE LOST IN SEARCH OF EQUALITY  Read More »

FROM FEAR TO "SCARY MOTHER"

პირველი ფილმები განაცხადია დიდ კინოში დასამკვიდრებლად. თავიდან რთულია განსაზღვრო, რამდენად თვითმყოფადია ხელოვანი. კინორეჟისორი ანა ურუშაძე ბედნიერ გამონაკლისთა შორისაა და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საშიში დედა“ (2017) მისივე თაობის კინონამუშევრებისგან განაპირა ადგილს იკავებს ინტერესების არეალითა და მხატვრული ღირებულებით. მასში გადმოცემულია თითქოს მარტივი ამბავი: ოჯახის დედა, დიასახლისი მანანა (ნატო მურვანიძე) მუშაობს წიგნზე, რომელსაც მისი ქმარ-შვილი და

FROM FEAR TO "SCARY MOTHER" Read More »

A Simple Story of Loneliness that Disappeared Somewhere

არსებობს თუ არა, ქართულ ხელოვნებაში, კერძოდ, დრამატურგიაში, კინოში, თაობათა შორის უთანხმოების იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ეს გერტრუდ სტაინის მიერ „დაკარგული თაობის“ შემოქმედებითი რეალიებისა და ფსიქოტიპების ახსნაში მოიძიება. ეს, ჯერჯერობით, მაინც საკამათოა და, ალბათ, ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, ცხადია, რომ საბჭოთა სისტემის დაშლიდან, სულ რაღაც (ან უკვე), 30-ზე მეტი წელი გავიდა და „დაკარგული თაობის“ რამდენადმე ილუზორული ხედვა

A Simple Story of Loneliness that Disappeared Somewhere Read More »

SONS OF SIN

სკოლა, ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ადამიანები. გაიცნობენ სხვებს, უმეგობრდებიან, ჩხუბობენ კიდეც, უშვებენ შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეუსაბამო ქცევა სხვებზე ახდენს გავლენას. იარები, რომლებიც სკოლიდან აქვთ ადამიანებს ზოგჯერ ხილულია, ხშირად უხილავი და მათ ანადგურებს. „სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ!“ – ფრაზა, რომელმაც მთელი კინოსურათი დაიტია.

SONS OF SIN Read More »

NEIGHBORHOOD EXCHANGED FOR MONEY

კინო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ფილმებს, რომლებიც მოგვითხრობენ სოციალურ პრობლემებზე, შეუძლიათ მათზე ყურადღების მიპყრობა და მათ მოგვარებაში დახმარება. გარდა ამისა, მათ ძალუძთ, გავლენა მოახდინონ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებზე და შთააგონონ ადამიანები მაღალი ზნეობის გამოვლენისაკენ. გიგიშა (გრიგოლ) აბაშიძის სადებიუტო ფილმი, „მეზობლები“ (2018) ასახავს ღარიბი და საშუალო კლასის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას თბილისი „იტალიურ

NEIGHBORHOOD EXCHANGED FOR MONEY Read More »

ამაღლებული ოცნების „შერეკილები“

არაერთ გამოჩენილ მწერალს შეუნიშნავს, რომ პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია თავისი კუთვნილი ადგილი მხატვრულ ლიტერატურაში, თუ რამდენად მოიცავს იგი პოეზიას. იგივე ითქმის ფილმის შესახებაც, რომელიც თავისი „ჩვეულებრივი“ სპეციფიკით პროზაულია, ხოლო მისი კუთვნილი ადგილი კინოხელოვნებაში იმის მიხედვით განიზომება, თუ რამდენად „არაჩვეულებრივია“ იგი თავისი პოეტური ფორმით. ფილმი, რომელ ჟანრსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ვერ იქცევა ჭეშმარიტი ხელოვნების

ამაღლებული ოცნების „შერეკილები“ Read More »

BRIDES IN THE VOID

მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი, განწყობის ილუზიის ყველაზე უჩვეულო ფორმებიც კი რეალობის მტკიცე მოცემულობას ემორჩილება – დამოუკიდებლად იმისაგან, რა ფერითი და კომპოზიციური ექსპერიმენტირების ხარისხზეა საუბარი. პირობითობის ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც, შუქ-ჩრდილისა და ფერის კომპოზიციური ხასიათის საფუძველი სინამდვილეა – სიურრეალისტურიდან რეალისტურის ყველაზე მკვეთრ გამოხატულებაშიც კი. ამ მოცემულობას დიდად ვერ ვცვლით. სამაგიეროდ, არსებობს კინოს უჩვეულოდ მძაფრი უნარი, ნებისმიერი ილუზიიდან სინამდვილემდე

BRIDES IN THE VOID Read More »

SPECIFIC TIME AND WHOLE LIFE

რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს პანდემიისას, მკაცრი შეზღუდვის პირობებში? ყველაზე ნაკლები ალბათობით, შესაძლოა, ფილმი გადაიღოს. გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი „10:45“ (2021) კინოკომპანია „სიბლერ ფილმის“ შემოქმედებითმა გუნდმა სწორედ პანდემიის დროს გადაიღო. უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ პანდემია გახდა მოტივატორიც, ინსპირატორიც და მოქმედების ადგილის განმსაზღვრელიც. ეს ნამუშევარი პროდუქტია იმ პერიოდისა, როდესაც მილიარდობით ადამიანი საკუთარ რამდენიმე ათეულ კვადრატულ

SPECIFIC TIME AND WHOLE LIFE Read More »

SORROWFUL IS THE TIME WITH THE PARADE

If the tradition of Georgian cinema repeats itself thematically and develops artistic-thematic interpretations interestingly, then this refers to the versions of man's search for himself most clearly and obviously; dysfunctionality, or adaptation and spiritual crisis that originate in the themes interpreted by the 1960s continue for decades. They find various manifestations - in the Georgian cinema of the 1980s-1990s, 2000s and of the most recent period.

SORROWFUL IS THE TIME WITH THE PARADE Read More »