THE STORY OF FATHERS AND SONS

„მამაშენს ალცჰაიმერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოუვლის. არც კი ახსოვს, რომ მისი შვილი ხარ…“ – ეუბნებიან ნადერს, ასღარ ფარჰადის სულისშემძვრელი დრამის, „ოსკაროსანი“ ირანული ფილმის, „განქორწინება“ (2011) მთავარ პერსონაჟს. მამაკაცი, რომელიც ავადმყოფ მამას არ ტოვებს და მისი ბანაობისას ბავშვივით ტირის, ასე პასუხობს: „მე ხომ მახსოვს, რომ მამაჩემია…“ . არაა გამორიცხული, რომ ათასში ერთხელ ნადერს შეიძლება […]

THE STORY OF FATHERS AND SONS Read More »

CHAPLIN IN GEORGIAN

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოს შექმნის პროცესში? სცენარი, რეჟისურა, ვიზუალური გადაწყვეტა, მუსიკალური გაფორმება თუ სამსახიობო შესრულება? თითოეულ ამ კომპონენტს საკუთარი მნიშვნელობა და წონა აქვს, მაგრამ მათი სინთეზი, მათი შერწყმა ქმნის ნამუშევარს, რომელსაც კინოხელოვნებას ვუწოდებთ. კინოს სამყაროში არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია, დაწყებული კადრის კომპოზიციიდან, დამთავრებული პერსონაჟის მიერ სცენაში თვალის ერთი მოძრაობით. სწორედ ამიტომაა

CHAPLIN IN GEORGIAN Read More »

UNTIL WE MEET AGAIN

დრო სწრაფად გადის და ყველაფერს ნელ-ნელა ანადგურებს. ის მატარებელს ჰგავს, რომელსაც უკან უნდა გამოეკიდო. ვინც ვერ დაეწევა, იკარგება და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ტემპი უფრო სწრაფია. ისინი მუდამ ცდილობენ, სიახლე მოძებნონ და კვლავ დააინტერესონ საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება სურვილების მიხედვით არ გრძელდება და როცა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა წყდება? გადარჩენის რამდენიმე

UNTIL WE MEET AGAIN Read More »

SELF-EXPRESSION OR ART BEYOND THE LIMITS

თანამედროვე კინოში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამოუკიდებელი კინო, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველი კინორეჟისორებიც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას და ერთმანეთის მიყოლებით ქმნიან ექსტრავაგანტულ ნამუშევრებს. ამის მაგალითად გამოდგება გიგა ლიკლიკაძის ფილმი, „ღორი“ (2019), რომელმაც გამოიწვია დიდი გამოხმაურება. მაყურებლების უმრავლესობამ ის უარყოფითად შეაფასა, თუმცა აღმოჩდნენ ისეთი კინოკრიტიკოსები, რომლებმაც მასში რაღაც ამოუცნობი და ღრმა დაინახეს, რითაც ფილმს

SELF-EXPRESSION OR ART BEYOND THE LIMITS Read More »

EPITAPH TO LOVE: THE IMPOSSIBILITY OF LOVE - MODERN TRAGEDY

ადამიანები სიყვარულის დეფიციტს განიცდიან. ისინი მთელ სიცოცხლეს მეორე ნახევრის ძიებაში ატარებენ – ხან პოულობენ მას, ხან ვერა. როდესაც ურთიერთობა ჩიხში შედის, საკუთარ თავში დამნაშავის ძიების პროცესი იწყება, მაგრამ ურთიერთობის დანგრევაში იშვიათად არის მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე. პრობლემა ისაა, რომ შეცდომები ხშირად არ სწორდება – ისინი მხოლოდ მეორდება, ეს კი ახალ ურთიერთობებზეც აისახება და წრეზე დაუსრულებელი

EPITAPH TO LOVE: THE IMPOSSIBILITY OF LOVE - MODERN TRAGEDY Read More »

WAITING FOR THE ETERNAL THEATER OF HEAVEN

„იცით, ეს ჩემი ცხოვრებაა! და ყოველთვის იქნება! სხვა არაფერი! მხოლოდ ჩვენ, და კამერები, და ის შესანიშნავი ხალხი უკან, სიბნელეში!…“ – ამ დრამატული სიტყვებით ჩამოდის ფილმ ,,სანსეტ ბულვარში“ კიბეებზე ნორა დესმონდი, რომელსაც პოლიცია და ჟურნალისტები სცენარისტ ჯოუ გილისის მკვლელობისთვის აკითხავენ სახლში. რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი და კინოსამყაროში, გარდასულ დროთა ჟამსა და ძველ დიდებაში ჩარჩენილი უხმო კინოს მსახიობი

WAITING FOR THE ETERNAL THEATER OF HEAVEN Read More »

THE WOMAN WHO MUST SURVIVE

დეა კულუმბეგაშვილის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, „დასაწყისი“ (2020) კინოხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება საქართველოსკენ მომართა. იგი ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა და ბევრი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ფემინისტური ფილმი თანამედროვე კინოხელოვნებაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ჩამოყალიბდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად ამგვარი ნამუშევრები პათეტიკური, ხელოვნური ან გამოფიტულია. ამის საპირისპიროდ, „დასაწყისი“ მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე, უბრალოდ, „მარტივად გასაყიდ თემაზე“ გადაღებული

THE WOMAN WHO MUST SURVIVE Read More »

DANCING WITHOUT PASSION

ადამიანების უმეტესობას სმენითი მეხსიერება აქვს – გარკვეული ფრაზები, მელოდიები და ჰანგები მარტივად ამახსოვრდება, მათი დიდი ხნის შემდეგ გაგონება კი ნოსტალგიურ გრძნობას ბადებს. რა შეგრძნება დაგეუფლებოდათ ახლა რომელიმე ძველ ქართულ რადიოს რომ მოუსმინოთ? თავისი გადაცემების შესავლებითა და ნაცნობი წამყვანის ხმებით. ეს რაღაც ძალიან შორეულ და ნოსტალგიურ ქმედებად იქცა, ვინაიდან ახლა ადამიანების უმეტესობა მანქანაში, ბლუთუზის მოწყობილობის საშუალებით,

DANCING WITHOUT PASSION Read More »

LOST IN ISTANBUL

ნაპოლეონ ბონაპარტემ თქვა: „თუ დედამიწა ერთი დიდი ქვეყანა იქნება, სტამბული მისი დედაქალაქი გახდება“. ლევან აკინისთვის ეს უძველესი ქალაქი არა სამყაროს ცენტრად, არამედ ერთ დიდი ჰადესად არის წარმოდგენილი.  ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორისთვის. უდავოა, რომ საქართველო და მისი სოციალური პრობლემები ძალიან აინტერესებს. მისი კინოკარიერის განმავლობაში ხომ ყველაზე „გულთბილი“ დახვედრა თბილისმა მოუწყო 2019 წელს, როდესაც კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის,

LOST IN ISTANBUL Read More »

RUSTAVELI INHERITANCE

ყველა ერს აქვს თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რომელსაც პატარა ასაკიდან უკითხავენ ბავშვებს და ციტატებს ზეპირად სწავლობენ, რაც ამ ხალხის სულს განასახიერებს. ქართველებისთვის ეს არის „ვეფხისტყაოსანი“, პოემა, რომელიც საუკუნეებს უძლებს და არ კარგავს პოპულარობას.  ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ატარებს არა მხოლოდ მხატვრულ ღირებულებას, არამედ გააჩნია მკითხველზე ღრმა მორალური და ეთიკური ზემოქმედების ძლიერი

RUSTAVELI INHERITANCE Read More »