ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM

თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და …

ESCAPE THAT DOESN'T FEEL LIKE FREEDOM Read More

IN PURSUIT OF A DREAM

ემიგრაციის თემა ფართოდ განიხილება კინოში. ეს პრობლემა მუდმივად აქტუალურია, მასზე იქმნება არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური ფილმებიც. ასახო შიშები იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ამის გულწრფელი ჩვენება დოკუმენტურ ფილმებში უფრო კარგადაა შესაძლებელი, რადგან ადამიანი თავად ყვება საკუთარ ამბავს, განვლილ გზას, ზედაპირზე ამოაქვს შინაგანი ემოციები, რითაც უფრო ზუსტადაა შესაძლებელი …

IN PURSUIT OF A DREAM Read More

გაცოცხლებული ლეგენდები

ნოდარ მანაგაძის შემოქმედება უკვე საკმაოდ ნათლად ამჟღავნებს მის თემატურ და სტილისტურ მიდრეკილებებს. კინემატოგრაფში ნოდარ მანაგაძე მოკლემეტრაჟიანი კინოკომედიით, „საერთო კედლით“ (სცენარის ავტორი, ე. ახვლედიანი) მოვიდა და იმთავითვე მიიქცია ყურადღება კინემატოგრაფიული აზროვნების ინდივიდუალობით. შემდეგმა ფილმმა – „წუთისოფელმა“, რომელიც კინორეჟისორ შოთა მანაგაძესთან ერთად არის შექმნილი, ახალგაზრდა შემოქმედის ნიჭის კიდევ ერთი წახნაგი დაგვანახა, კერძოდ, მასშტაბური თემებისაკენ მიდრეკილება, ლირიკული ფსიქოლოგიზმის …

გაცოცხლებული ლეგენდები Read More

THE STORY OF A GOOD MAN'S GOOD NATURE

თინათინ და ხვიჩა ემირიძეების დოკუმენტური ფილმი, ,,რესპუბლიკა“ 2021 წელსაა გადაღებული, მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის სრულ იზოლაციასა და ახალი კატაკლიზმების მოლოდინში იყო… თუმცა, როგორც ყოველთვის და არა მხოლოდ მაშინ, კატასტროფის მოლოდინი, ჩვეული რამაა, ჩვეული დამძიმებული გარემოსთვის. და მაინც, ,,რესპუბლიკის“ მთავარი გმირი, ამ ჩვეული სამყაროს არაჩვეულებრივად მოფიქრალი შვილია, ალბათ, ერთ-ერთი იმ სადღაც შემორჩენილი ადამიანთაგანი, ვისაც ახსოვდა თაობების …

THE STORY OF A GOOD MAN'S GOOD NATURE Read More

COMPULSION

ადამიანებს ყოველთვის უწევთ ვიღაცების დატოვება, გარემოს შეცვლა. ამას ხან საკუთარი ნებით, ხან იძულებით აკეთებენ. ისინი იხლართებიან ურთიერთობების ქსელში და გამოსასვლელს ვერ პოულობენ, არ იციან, როგორ დაბრუნდნენ იქ, სადაც საკუთარი თავი ეგულებათ ან იციან და ვერ ბრუნდებიან. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. იგი ყველაფერს თმობს იმისთვის, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. ეს მსხვერპლი, ხანდახან, იმდენად …

COMPULSION Read More

TEENAGE ON THE POVETRY LINE

თაობათა კონფლიქტი ხელოვნებაში ერთ-ერთი მარადიული და მნიშვნელოვანი თემაა. მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობები არც ისე იშვიათია და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირი ხდება. ამის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და ასობით ფილმი გადაიღეს, ამიტომ ძალიან რთულია რაიმე უნიკალური შექმნა. სოსო ბლიაძის კინოსურათი, „სამი საფეხური“ (2017) ამ კატეგორიის ერთი რიგითი წარმომადგენელია. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია მოზარდისთვის, …

TEENAGE ON THE POVETRY LINE Read More

IN THE BEGINNING WAS THE WORD

რა აქვს საერთო სიტყვებს, რომლებსაც ამ ფილმის დასაწყისში ადამიანები ქართულად ან იტალიურად წარმოთქვამენ: ფუტკარი, სიკეთე, ასხივებს, აღმზრდელი, ინტელიგენტი, უბრალოება, მარგალიტი ობოლი, გმირი, კეთილშობილი, მრავალმხრივი, ბეჯითი, თავგანწირვა, არისტოკრატულობა, ბერმუხა, ერთგული, მღვდელი, ლიტერატორი, მუსიკოსი? ყოველი სიტყვის გაგებისას ვხედავთ მის ნაბეჭდ ვერსიას და იტალიურ ან ქართულ თარგმანს ლექსიკონიდან, რომელიც უცებ ქაღალდის ნაკუწად იქცევა და ანიმაციური ხერხით ადამიანის სილუეტის …

IN THE BEGINNING WAS THE WORD Read More

MZIURI FROM GEORGIA

„მზიური“, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულისა და, ამასთანავე, ამ წარსულიდან გამოყოლილი სტაბილური ყოფის ასოციაციას ქმნის, ქეთევან მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმის (2020) სათაურიცაა და მისი მთავარი გმირის სახელიც. არაფერია განსაკუთრებული ამ კარდაკარ სიარულის პრაქტიკაში, რომელსაც ეს პერსონაჟი, მზიური გოგიჩაიშვილი სხვა, მისი კოლეგების მსგავსად, ყოველდღე შემართული ეჭიდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფილმი რამდენიმე პრიზის მფლობელი გახდა და მასში მთავარი ის …

MZIURI FROM GEORGIA Read More

DRAMA ABOUT THE DRUMMER

კინოხელოვნება სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ ყველაზე ღია სფეროა ყველას მიმართ. რეჟისორის ამპლუაში ყოფნა ყველას შეუძლია, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, ეს კი კინოს ისტორიაში სრულიად ჩვეულებრივი რამ არის. ფრანკო ძეფირელი არქიტექტორი იყო, ოთარ იოსელიანი მათემატიკოსი, კრისტოფერ ნოლანი კი ინგლისური ენის ფილოლოგია. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ კინოს სჭირდება მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც მუსიკას. ცნობილი მუსიკოსი, ჯო …

DRAMA ABOUT THE DRUMMER Read More

NOTHING

ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის, …

NOTHING Read More