თუ აჯობებ რეალობას

ჯერ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, თითქოს ბევრჯერ ნანახი და უკან ჩამოტოვებული. გადაბიჯებული და გავლილი, ან ჯობს, განვლილი იყოს. ჩნდება ბუნდოვანი და მკაფიო ასოციაციები და პარალელები – სხვა დროებთან – სხვა ფილმებთან, მათ სხვა შინაარსებთან, მათში – სხვა ადამიანებთან და მათ თავგადასავლებთან, მათ პრობლემებთან. მათი/სხვების ცხოვრების სხვა მონაკვეთებთან, ამბების სხვანაირ განვითარებასა და სხვაგვარ (ან/და მსგავს) დასასრულებთან.თუმცა ეს …

თუ აჯობებ რეალობას წაკითხვა

ერთად ყოფნის ხიბლი

1950-იან წლებში, პოსტსტალინისტურ ეპოქაში მასშტაბური კინოსა და დიადი ისტორიული ფიგურების ფილმების შემდეგ კინო „უბრალოდ“ ადამიანებისკენ შემოტრიალდა – ადამიანებისკენ, რომლებისთვისაც ისტორია ყოველდღიურობის ფონია მხოლოდ, რომლებიც დღენიადაგ პატარა (თუმცა ასევე შეიძლება დიდ) რუტინულ პრობლემებს ეჯახებიან და წყვეტენ (არ ვერ წყვეტენ) მათ.კინო ინტერესდება ფილმის გმირების ცხოვრების არა გარდამტეხი მომენტებით, არამედ მათი ყოველდღიურობით, მათი გარემოთი, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობით. ამ …

ერთად ყოფნის ხიბლი წაკითხვა

აფერისტი და შვიდი მოწაფე

რწმენის საკითხი ყოველთვის აქტუალური თემა არის კინემატოგრაფში, რადგან დროის გასვლასთან ერთად იზრდება ინტერესი მის მიმართ. მიხეილ კვირიკაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ნათლობა იორდანეში“ (2021, მეორე სათაური – „იესოს ჩიტი“) რელიგიურ საკითხს განსხვავებული კუთხით უდგება. რეჟისორი ფილმის სიუჟეტში მოგვითხრობს ერთ აფერისტზე, რომელიც გაქცევის შედეგად აღმოჩნდება მატარებლის ვაგონში, სადაც 7 ბავშვი იმყოფება. მათ ის მღვდელი ჰგონიათ, რადგან მამაკაცს სასულიერო …

აფერისტი და შვიდი მოწაფე წაკითხვა

მიზანი, რომელსაც ვერაფერი აბრკოლებს

ნიკო ლომოურის ლექსი, „ყინვა და პატარა მოწაფე“ თითქმის ყველასთვის, ვისაც ეს ლექსი უსწავლია, ბავშვობის პირველი სიღრმისეული განცდის, წარუშლელი სევდიანი ემოციების გამომწვევ მოგონებად არის სამუდამოდ ჩაბეჭდილი. რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის (2023) ინსპირაცია სწორედ მისი ბავშვობიდან გამოყოლილი ანალოგიური შეგრძნებების პროდუქტს წარმოადგენს. მართალია, საბავშვო ჟანრის ფილმი ოვაშვილის შემოქმედებაში სიახლედ აღიქმება, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მის წინა …

მიზანი, რომელსაც ვერაფერი აბრკოლებს წაკითხვა

სადაც იშლება დროისა და სივრცის საზღვრები

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ინერციით არსებობს და უკანასკნელ დღეებს ითვლის ომგადატანილ, კვლავ საომარ მდგომარეობაში მყოფ და პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში. შენობა გაპარტახებულია, როგორც მთელი ქვეყანა, თუმცა სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. მის სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს მეცნიერთა ჯგუფი და ჯარისკაცები. მეცნიერები ყოფის ამაოებაზე მსჯელობენ, ხოლო ჯარისკაცებს ობიექტის დაკავება სურთ, კარსმომდგარი საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად. თითქოს უხილავი, უსახელო, მითური და, სინამდვილეში, …

სადაც იშლება დროისა და სივრცის საზღვრები წაკითხვა

როცა სამართალსა და მორალს სძინავს

საქართველოში წლების მანძილზე არსებული შიდა თუ გარე დაპირისპირებები, ომები, კონფლიქტები, პანდემია, სოციალური პრობლემები, მსოფლიოში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები გავლენას ახდენს თანამედროვე საზოგადოების მენტალური აზროვნების, ცხოვრების სტილისა და ფორმის ჩამოყალიბებაზე. ერთ წრეზე სიარულის, სიტუაციიდან გამოუვალობის შეგრძნებამ გამოიწვია თანამედროვე ადამიანის შინაგანი კონსტიტუციის რღვევა, რამაც საბოლოოდ განაპირობა აქამდე არსებული მორალური კოდექსების ცვლილება. სამყარო ორიენტირდა „მე-ს“ პირად მოთხოვნილებებზე, ერთგვარად ჩაიკეტა, …

როცა სამართალსა და მორალს სძინავს წაკითხვა

სიყვარულისგან შორს

არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ოჯახური დრამა? ალბათ, არა, მაგრამ მანანას ცხოვრება ნამდვილად ჰგავდა ოჯახურ დრამას კინოსურათში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017, რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი და საიმონ გროსი), რომელიც დამსხვრეული სიყვარულის მაგალითია. იგი მიყვება იმ ეტაპებს, რომლის გავლაც უწევთ წყვილებს, რომლებიც მარტო არ ცხოვრობენ. მაშინ, როცა მესამე პირი ერევა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ყველაფერი ირევა და ქაოსს ემსგავსება, …

სიყვარულისგან შორს წაკითხვა

სამი თაობის ოჯახი

2006 წელს კინორეჟისორმა, ილო ღლონტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ხუთი ვარიაცია“ წარუდგინა მაყურებელს და საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. სუბიექტური კამერით გადაღებული ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ხუთი პერსონაჟის მიერ დანახული ერთი ოჯახის თავგადასავალს. მართალია, კინოს არსებობის მანძილზე, ამ პრინციპით, არაერთი ფილმი შეუქმნიათ, მათ შორის, დიდ რეჟისორებსაც. მაგალითად, იაპონელი აკირა კუროსავას კინოსურათმა, „რაშომონი“ (1950) პირველად მიმართა ახლებურ ხედვას (რამდენიმე ადამიანის …

სამი თაობის ოჯახი წაკითხვა

ლიფტიდან დანახული ცხოვრება

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა …

ლიფტიდან დანახული ცხოვრება წაკითხვა

ორ სამყაროს შორის

ქართული კინოს ისტორიაში, პოეტური და მეტაფორული მხატვრული აზროვნების კვალდაკვალ, მუდმივად იცვლება როგორც ხედვის მახასიათებლები, ასევე ის, რასაც დღეს ეწოდება ფაქტებად და მოვლენებად აღქმული თანამედროვეობა, რომელიც ყოველთვის თანმდევია თავისთავადი, გარდატეხებით თუ ომებითა და პანდემიებით გამოწვეული ეგზისტენციალური კრიზისით.ამ ფონზე ხელოვნება, დროდადრო, საკუთარ თავთან დიალოგსაც მიმართავს, რაც სრულიად პროზაულ ფორმაშიც შეიძლება გამოიხატოს. გიორგი ოვაშვილის ფილმში, ,,მშვენიერი ელენე“ (2022) …

ორ სამყაროს შორის წაკითხვა