ერთი კორპუსის ისტორია

ქალაქი ხშირად ინახავს იმ ამბებს, რომლებიც მის კედლებში იბადება. ნახევრად აშენებული კორპუსები, დაკიდებული ამწეები, დაუმთავრებელი ბინები – ეს ყველაფერი მხოლოდ ურბანული პეიზაჟის ნაწილი არ არის. ისინი ადამიანების ცხოვრებასაც ასახავენ: მოლოდინს, იმედს, იმედგაცრუებას. სწორედ ამ რეალობას ეხება რუსუდან ჭყონიას ტრაგიკომედია, „ვენეცია“ (2024), რომელიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის დაუსრულებელ მშენებლობაზეა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ბუნების, სოციალური ურთიერთობებისა […]

ერთი კორპუსის ისტორია Read More »

მორალისტების ადგილი კინოში არ არის! 

დიდი ხანია, რაც საქართველოს სახელით ქართული წარმოების ფილმი არ გასულა „ოსკარის“ ნომინაციაში. უახლესი წარსულის წარმატება კი მხოლოდ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულის“ მოხვედრა არის მოკლე სიაში, რითაც მთავრდება თანამედროვე ქართული კინოს „წარმატება“ ჰოლივუდში. 2025 წელს საქართველოს სახელით გიორგი სიხარულიძის ფილმი, „პანოპტიკონი“ გაუშვეს, იმის იმედით, რომ ეს პროექტი მონუსხავდა ამერიკელებს.  კინოსურათში მოქმედება აბიტურიენტ სანდროს ირგვლივ მიმდინარეობს, რომლის

მორალისტების ადგილი კინოში არ არის!  Read More »

არა უშავს

გულგრილობა დანაშაულია, ყველაფერი კი რაც მის შემდეგ მოდის, სასჯელი. ადამიანები იბრძვიან ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ და როცა რამდენჯერმე მაინც მარცხდებიან, დანებებას იწყებენ. ისინი ეგუებიან იმ ყოფას, რომელშიც ცხოვრობენ, მოჩვენებითი ბედნიერებით აგრძელებენ არსებობას. ყველაფრის მიზეზი და მთავარი პრობლემა ადამიანის შემგუებლობითი მდგომარეობაა. მას შეუძლია ყველაფერთან ადაპტირდეს, მცირედითაც კი დაკმაყოფილდეს, ოღონდ აღარ დამარცხდეს. სამყარო საშიში ადგილია საცხოვრებლად არა

არა უშავს Read More »

ნახატი, მოთხრობა და ფილმი ერთ ნამუშევრად

კინო სწორედ იმიტომაა უნიკალური ხელოვნებაა, რომ მას შეუძლია რამდენიმე განსხვავებული დარგის ერთ მთლიან ფორმაში გაერთიანება. ლალი კიკნაველიძის „კახეთის მატარებელი“ (2019) ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მედიუმმა ერთმანეთი არ ჩაანაცვლოს, არამედ გააგრძელოს და გაამდიდროს. ეს ფილმი აერთიანებს ფიროსმანის მხატვრობის, ლიტერატურული პირველწყაროსა და კინოს უნიკალურ შესაძლებლობებს. ის არამხოლოდ გადმოსცემს ადამიანის ტკივილს

ნახატი, მოთხრობა და ფილმი ერთ ნამუშევრად Read More »

გაუცხოებულები და განწირულები 

ორი – როგორც ამბობენ – სრული ოჯახი (ცოლ-ქმარი + შვილები) – ზაფხულის დღეების გასატარებლად, შუაგულ ტყეში, ტბისა და ჭაობის სიახლოვეს მდებარე საოჯახო სასტუმროში ერთდროულად სახლდება. განმარტოება გამორიცხულია, რაც, სავარაუდოდ, იყო თითოეულის მიზანი, როდესაც დასასვენებლად, სწორედ ეს, „ცივილიზაციისგან“ იზოლირებული ადგილი და გარემო აირჩიეს. ასეთ პირობებში ვითარდება ვახტანგ ჯაჯანიძის მხატვრული ფილმის, „რეალური არსებები“ (2025) ამბავი. განმარტოება, იზოლირება,

გაუცხოებულები და განწირულები  Read More »

გაფრენა

„თქვენ ოდესმე ხელიგულიდან ჩიტი აგიფრენიათ? შეგიგრძვნიათ ის სიმსუბუქე? ამაშია საქმე… ამას ბაბუაჩემმა მაზიარა. ახლაც მახსოვს ის აფრენა. ისეთი ბედნიერება წამოვიდა, ისეთი რო…. თითქოს მეც ამწია ცაში. ასეთ დროს მთელი სხეულით შეიგრძნობ სულის მოძრაობას… თავისუფალი სულის მოძრაობას“ – ეუბნება ავთო მახარაძის გმირი თავის სტუდენტებს შალვა შენგელისა და ირინე ჯავახიძის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „სავსე სიცარიელე“ (2024).  75

გაფრენა Read More »

ზამთარი ჩვენი მარტოობისა

სამხრეთის ქვეყნებისთვის თოვლი იშვიათი და ცოტა მისტიკური მოვლენაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. ის თითქოს დროს აჩერებს და ამ გაჩერებულ დროში ადამიანებს სამყაროსგან განცალკავებისა და მარტოობის განცდა ეუფლება.  ბაკურ ბაკურაძის ფილმში, „თოვლი ჩემს ეზოში“ (2024) მძიმე და სველი ფიფქებით თოვს. თოვლი მოდის და დროსთან ერთად გმირების „გაჩერებული“ ცხოვრების მოწმეებად აქცევს მაყურებელს. მთავარი გმირი ლევანია (ლევან გოგოლაძე), ოდესღაც

ზამთარი ჩვენი მარტოობისა Read More »

სოფლის პეიზაჟებს მიღმა არაფერია

პოეტური კინო არის კინემატოგრაფიული მიდგომა და სტილი, რომელიც თხრობის რაციონალურ ლოგიკაზე მეტად ვიზუალური ესთეტიკის, ემოციური რეზონანსისა და სიმბოლიზმის გამოყენებაზეა ორიენტირებული. ის ცდილობს, ეკრანზე შექმნას განცდა, რომელიც ახლოსაა პოეზიის კითხვის ან მოსმენის დროს მიღებულ შეგრძნებასთან, სადაც შინაარსი ხშირად მეტაფორებითა და ასოციაციებით გადმოიცემა და არა მკაფიო სიუჟეტური ხაზით. პოეტური კინოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის გამოსახულებას ნარატივზე

სოფლის პეიზაჟებს მიღმა არაფერია Read More »

სად არის სახლი?

აფხაზეთი და დევნილობის თემები ქართულ კინოში ძალიან ხშირად გვხვდება. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი, ოჯახები დაშორდნენ ერთმანეთს და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სხვა ადგილას დასახლებულიყო. ეს ისტორია დღემდე მნიშვნელოვანია ქართული კინოსთვის. რეჟისორები ხშირად უბრუნდებიან ამ თემას და სხვადასხვა მხრიდან აჩვენებენ ადამიანების ტკივილს, მარტოობას, იმედგაცრუებას და სანამ ეს კონფლიქტი იარსებებს, რეჟისორებს ყოველთვის ექნებათ

სად არის სახლი? Read More »

ადამიანებად შეუმდგარი არსებები

თანამედროვე კონსუმერულმა საზოგადოებამ XXI საუკუნეში გაუცხოება არა მხოლოდ გააღრმავა, არამედ მას ახალი, თითქმის შეუმჩნეველი ფორმები მიანიჭა. ეს პრობლემა ისტორიულად ძველია, თუმცა დღევანდელ ყოფაში – ტექნოლოგიური პროგრესისა და მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების ფონზე – გაუცხოება ყოველდღიურობის ორგანულ ნაწილად იქცა. ადამიანი აღარ არის მხოლოდ მარტო, ის სისტემურად იზოლირებულია. სწორედ ამ სულიერი კრიზისის დიაგნოსტიკა იქცა საავტორო კინოს ერთ-ერთ მთავარ

ადამიანებად შეუმდგარი არსებები Read More »