პატარძლები სიცარიელეში
მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი, განწყობის ილუზიის ყველაზე უჩვეულო ფორმებიც კი რეალობის მტკიცე მოცემულობას ემორჩილება – დამოუკიდებლად იმისაგან, რა ფერითი და კომპოზიციური ექსპერიმენტირების ხარისხზეა საუბარი. პირობითობის ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც, შუქ-ჩრდილისა და ფერის კომპოზიციური ხასიათის საფუძველი სინამდვილეა – სიურრეალისტურიდან რეალისტურის ყველაზე მკვეთრ გამოხატულებაშიც კი. ამ მოცემულობას დიდად ვერ ვცვლით. სამაგიეროდ, არსებობს კინოს უჩვეულოდ მძაფრი უნარი, ნებისმიერი ილუზიიდან სინამდვილემდე …