მიზანი, რომელსაც ვერაფერი აბრკოლებს
ნიკო ლომოურის ლექსი, „ყინვა და პატარა მოწაფე“ თითქმის ყველასთვის, ვისაც ეს ლექსი უსწავლია, ბავშვობის პირველი სიღრმისეული განცდის, წარუშლელი სევდიანი ემოციების გამომწვევ მოგონებად არის სამუდამოდ ჩაბეჭდილი. რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის (2023) ინსპირაცია სწორედ მისი ბავშვობიდან გამოყოლილი ანალოგიური შეგრძნებების პროდუქტს წარმოადგენს. მართალია, საბავშვო ჟანრის ფილმი ოვაშვილის შემოქმედებაში სიახლედ აღიქმება, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მის წინა …