სად არის სახლი?

აფხაზეთი და დევნილობის თემები ქართულ კინოში ძალიან ხშირად გვხვდება. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი, ოჯახები დაშორდნენ ერთმანეთს და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სხვა ადგილას დასახლებულიყო. ეს ისტორია დღემდე მნიშვნელოვანია ქართული კინოსთვის. რეჟისორები ხშირად უბრუნდებიან ამ თემას და სხვადასხვა მხრიდან აჩვენებენ ადამიანების ტკივილს, მარტოობას, იმედგაცრუებას და სანამ ეს კონფლიქტი იარსებებს, რეჟისორებს ყოველთვის ექნებათ […]

სად არის სახლი? Read More »

ადამიანებად შეუმდგარი არსებები

თანამედროვე კონსუმერულმა საზოგადოებამ XXI საუკუნეში გაუცხოება არა მხოლოდ გააღრმავა, არამედ მას ახალი, თითქმის შეუმჩნეველი ფორმები მიანიჭა. ეს პრობლემა ისტორიულად ძველია, თუმცა დღევანდელ ყოფაში – ტექნოლოგიური პროგრესისა და მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების ფონზე – გაუცხოება ყოველდღიურობის ორგანულ ნაწილად იქცა. ადამიანი აღარ არის მხოლოდ მარტო, ის სისტემურად იზოლირებულია. სწორედ ამ სულიერი კრიზისის დიაგნოსტიკა იქცა საავტორო კინოს ერთ-ერთ მთავარ

ადამიანებად შეუმდგარი არსებები Read More »

ოცნება თუ რეალობა?

ნებისმიერი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი, რომელიც წარმოაჩენს პატარა ბიჭის ფიგურას, ბავშვისას, რომელიც სოფლის სიღარიბესა და სიდუხჭირეში იზრდება, მაგრამ გულში დიდი, აუხდენელი ოცნება აქვს, გვიჩვენებს ინდივიდუალური პოტენციალისა და სოციალური რეალობის მკაფიო შეუთავსებლობას ერთმანეთთან. ამ დილემის წინაშე დგას უამრავი ახალგაზრდა. აქ მისწრაფებები, ოცნებები და მიზნები უპირისპირდება შეზღუდულ ფინანსურ მატერიალურ რესურსებს. ეს სოციალური პრობლემა გლობალურია და აჩვენებს შესაძლებლობების

ოცნება თუ რეალობა? Read More »

მიპასუხე, ტალახის კაცო!

ახტალა. ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტი საქართველოში. თბილისიდან 122 კილომეტრის დაშორებით. ოფიციალური ცნობებით, ვულკანური წარმოშობის მინერალებით მდიდარი ტალახის სამკურნალო თვისებებზე ხმის გავრცელების შემდეგ, XVIII საუკუნიდან, იმ მიდამოებში ჯერ ბარაკული ტიპის დასახლება გაჩნდა, რომელიც შემდეგ სოფლად გადაიქცა, სადაც სანატორიუმი აშენდა, რომელიც, მოგვიანებით, ქალაქ გურჯაანის შემადგენლობაში მოექცა.  ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ტბის წარმოშობა ფერისცვალება დღეს (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს უქმედ

მიპასუხე, ტალახის კაცო! Read More »

დედობა კონტრაქტით

2012 წელს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გავიდა ერთი დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ამბავი ბავშვთა სახლში გაზრდილ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც 4 წლის შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა. ის ყოველდღიურად მუშაობდა, თან მოწყალებას ითხოვდა, რომ 5 ლარად ექირავებინა ადგილი ინტერნეტ-კაფეში, სადაც ბავშვთან ერთად ღამეს გაათენებდა. მაყურებელმა მტკივნეულად მიიღო და გულთან ახლოს მიიტანა მისი ამბავი. ტელევიზიაში რეკავდნენ, მიდიოდნენ ადამიანები,

დედობა კონტრაქტით Read More »

ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე

,,თუ სიზმარი ფხიზელი ცხოვრების თარგმანია, მაშინ ფხიზელი ცხოვრებაც ასევე სიზმრის თარგმანია. გონებას უყვარს შეუცნობელი. მას უყვარს გამოსახულებები, რომელთა მნიშვნელობაც ამოუცნობია, რადგან თავად გონების მნიშვნელობაც ამოუცნობია” – ამბობდა რენე მაგრიტი. შეუცნობლის შეცნობის მცდელობა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ცხოვრებისეული გამოწვევაა. ხელოვანი ადამიანისთვის ეს, წესით, ორმაგად საინტერესო და კომპლექსური პროცესი უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება, როცა

ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების სადარაჯოზე Read More »

წარსულის ტრადიციებსა და ახალ დროებას შორის

ბობ დილანი 1960-იანი წლების გარდამავალ პერიოდში, როდესაც ახალ და ძველ თაობას შორის დაშორება ყველაზე მეტად გამოიკვეთა, ახალგაზრდობის „ხმად“ მოგვევლინა. მისი სიმღერა „დროები, ისინი იცვლებიან“ ერთგვარ მანიფესტად იქცა ჰიპურ რევოლუციას ჩამორჩენილი უფროსი თაობის მისამართით. ომის შემდგომი ახალგაზრდობის ფრუსტრაციისა და არსებული რეალობის პრობლემების „მიკროფონად“ ეს მინესოტელი პატარა კაცი აირჩიეს. ინდუსტრიალიზაცია, ომები, მასკულტურა – ქაოსსა და გაურკვევლობაში ამყოფებდა

წარსულის ტრადიციებსა და ახალ დროებას შორის Read More »

ვინც არ დაიჩოქა

ომი ადამიანებმა შურისძიებისთვის გამოიგონეს. როცა ის იწყება, გარშემო ყველას და ყველაფერს ანადგურებს. სულერთი ხდება, რომელი მხარეა მართალი. მას მხოლოდ ცხედრები, დანგრეული ქალაქები და ტკივილი მოაქვს. ომში გამარჯვებული არ არსებობს – იქ მხოლოდ დანაკარგებსა და დაჭრილებს ითვლიან. ტყვიების ზუზუნი დიდხანს რჩება ადამიანების მეხსიერებაში. ყველაზე მწარე ძმათა ომია: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენი სხეულის ნაწილს იჭრი და სისხლისგან

ვინც არ დაიჩოქა Read More »

ზღვა, ფიცი და მუჰაჯირობის მარადიული ჩრდილი

არსებობს ტკივილები, რომლებსაც დრო ვერ კურნავს. ისინი მხოლოდ სიჩუმეში იკარგებიან, ფერმკრთალდებიან და დროდადრო ნემსებივით ერჭობიან ადამიანების სხეულებს. კოლექტიური ტრავმებიც ასე ქრება, ჩვენგან მალულად თაობიდან თაობას შორის, სრულიად დაცლილი ემოციებისგან. განა ბევრს ახსოვს იძულებით გადასახლების კატასტროფა, მუჰაჯირობა, რომელმაც თან გაიყოლა ათასობით ადამიანის ბედი, მომავალი და ბედნიერება? თუმცა ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ვერ გაექცევიან ამ ტრავმებს, რომლებიც

ზღვა, ფიცი და მუჰაჯირობის მარადიული ჩრდილი Read More »

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

ალექსანდრე კობერიძის ფილმში, „ხმელი ფოთოლი“ (2025) განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. ან, საერთოდ, „არაფერი“. ამ ამბავს არც სიუჟეტი აქვს, არც კლასიკური დრამატურგიული წყობა. სამაგიეროდ, აქვს მყარი და მკაფიო „შინაგანი“ მოხაზულობა და უჩვეულო აგებულება. არავის ჰგავს და „გარედან“ არაფერს იმეორებს. მსუბუქია და ნათელი, თუმცა ბევრ პრობლემას მოიცავს – პირადულსა და საყოველთაოს.  რეპორტიორი ლიზა მშობლებს გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებს

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. Read More »