მითოსი ტექნოგენეზის ხანაში

ყველას გვაქვს განსაკუთრებული ფილმების სია. მათი ნახვისას იღებ ესთეტიკურ-ფილოსოფიურ შოკს და გრჩება შთაბეჭდილება, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს შენში ცხოვრებას და ილექება შენივე ცნობიერების აკლდამაში, შენი ნაწილი ხდება და არასდროს გავიწყდება. დრო გადის, სხვა, ახალ ფილმებსაც ნახულობ, მაგრამ ასეთი ფილმების გავლენას, ციტირებასა თუ უბრალო პარალელს სხვა ნამუშევრებშიც პოულობ და ამით ისინი ერთგვარი კულტურული საზომი და სტანდარტი […]

მითოსი ტექნოგენეზის ხანაში Read More »

ანას ცხოვრების ორი დღე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც მიმხვდარა, რომ მისთვის ცვლილების დროა და სწორხაზოვანი, უღიმღამო, მცდარი გზიდან გადახვევისკენ რაღაც უბიძგებს. შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომლის ერთი სიტყვაც მეხის დაცემასავით შეაჯანჯღარებს ან რაღაც, რაც მის ცნობიერებასა და აზროვნებას სრულიად შეცვლის. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრება უფსკრულისაკენ მიგაქანებს, შენ კი მიჰყვები მას, როგორც

ანას ცხოვრების ორი დღე Read More »

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის შექმნა მარტივი, მაგრამ არცთუ ისე

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის Read More »

თანამედროვე ოჯახი

კინო ყოველთვის იყო სოციალური საკითხების ხაზგასმისა და განხილვის ძლიერი ინსტრუმენტი. ფილმი საშუალებას იძლევა, სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება. რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ მაყურებლის გართობა, არამედ სოციალური პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას საინტერესოდ აკეთებენ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებში. ავტორებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად არ სჭირდებათ დიდი თანხების დახარჯვა, ცნობილი მსახიობები ან გულისამაჩუყებელი კინომუსიკა, საკმარისია,

თანამედროვე ოჯახი Read More »

სად არის ბედნიერება?

პირველყოფილი საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ადამიანები საჭირო ნივთებს თავად ქმნიდნენ, აგროვებდნენ და აშენებდნენ. ისინი თევზაობითა და მიწათმოქმედებით არსებობდნენ, ერთმანეთის დახმარებით უზრუნველყოფდნენ ცხოვრებას. იმ პერიოდში საკუთრების ცნება ჯერ კიდევ არ არსებობდა. შემდეგ კი ვაჭრობისა და ფულის გამოგონებამ საზოგადოების სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა. ფულმა მდიდარი და ღარიბი ფენები ჩამოაყალიბა. გაჩნდა საკუთრების ცნებაც და სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები. ნუცა

სად არის ბედნიერება? Read More »

წამლიდან წამლამდე

1990-იანი წლების ტკივილები დღემდე მოუშუშებელ იარად რჩება საქართველოს ისტორიაში, როდესაც თბილისში ფრონტი გაიხსნა და თანამოქალაქეებმა ერთმანეთს ტყვია ესროლეს. ეს იყო, როგორც მაშინ იტყოდნენ, „ძმათამკვლელი ომი“. ამ პერიოდში მოხდა მთელი ერთი მთლიანი თაობის ფორმირება, რომლისთვისაც ქუჩა და მისი „აკადემია“ უფრო ფასობდა, ვიდრე კანონი ან მორალი. იყო სრული განუკითხაობა ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის მომკითხავი მტერიც არსებობდა და მოყვარეც.

წამლიდან წამლამდე Read More »

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ

ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით. თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და ასეთ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ Read More »

ბრძოლა აზრის შესაძენად

თუ ჩავწვდებით XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის ლიტერატურული ნაშრომის, „სამყარო როგორც ნება და იდეა“ დედააზრს, მივხვდებით, რომ სწორედ ეს ორი ცნება წარმოადგენს კაცთა მოდგმის არსის საფუძველს, მის დაუოკებელ სურვილსა და ბუნებრივ მისწრაფებას სიცოცხლისადმი. აქედან გამომდინარე ნებისმიერი დაბრკოლება, რასაც ინდივიდი აწყდება გადალახვადია თუ, რა თქმა უნდა, არსებობს მოტივი და სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ეფლობა აბსურდში

ბრძოლა აზრის შესაძენად Read More »

ჩუმი მკურნალი

  ადამიანურ იზოლაციას თავისი ენა აქვს – გონებასა და გარე სამყაროს შორის ერთდროულად ჩუმი და ადამიანის იდენტობისათვის გამანადგურებლად ხმაურიანი, მახრჩობელა დიალოგის ფორმა. სალომე ვეფხვაძის სტუდენტური ფილმი, „მე, ისინი და მამა“ (2014) ამ ენას ოსტატურად მიმართავს და მაყურებელს მთავარი გმირების, 12 წლის გოგონასა და მისი ფსიქიკურად ავადმყოფი მამის წარმოსახვით სამყაროში ინტერესით ითრევს. კინოსურათმა ბულგარეთში, სოფიაში გამართულ

ჩუმი მკურნალი Read More »

მეშვიდე დღესაც იმუშავა ღმერთმა

  XX საუკუნის შემოქმედებითი სფეროს ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენილი, დეივიდ ბოუი ხშირად უკავშირებდა თავის შემოქმედებას სულიერებასა და ღმერთის არსებობის კონცეფციას. მან 1997 წლის ინტერვიუში ახსენა კიდეც, რომ ღმერთის ძიება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სიცოცხლის ცხოვრებად ქცევისათვის. სწორედ ამ გენიალური მუსიკოსის ცნობილი სიმღერით, “Space Oddity”-ით იწყება გიორგი ფსიტიძის სტუდენტური ფილმი, „A4 ღმერთი სამსახურშია” (2022). გვესმის გიტარის პირველი

მეშვიდე დღესაც იმუშავა ღმერთმა Read More »