„ვიხსენებ მე, მიყვარდი…“
მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისადმი, „იძინებს მზე“ (2017) ინტერესი ორი მომენტით იყო გაპირობებული: მარგო ცნობილი კინოტელერეჟისორის შვილია და ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს ნინო კასრაძე, მსახიობი, რომლის მონაწილეობა ჩემთვის წინაპირობაა ფილმის ან სპექტაკლისადმი განსაკუთრებული ინტერესისა, მითუმეტეს იგი უკვე ნანახი მყავდა მარგო ზუბაშვილის წინა ნამუშევარში, „დინოზავრი“, სადაც მხოლოდ ერთი ეპიზოდითა და შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით დაგვანახა პერსონაჟის ხასიათი, …