ოჯახური პორტრეტი დაბადების დღის სამზადისში
მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტურმა კინოსარეჟისორო სახელოსნომ გააერთიანა საინტერესო პოტენციალის ახალგაზრდები, რომელთა ნამუშევრებში იკითხება ყოველდღიური, ერთი შეხედვით, ბანალურ ამბებსა და სივრცეებში იმ ნაპერწკლის, ესთეტიკის, სილამაზისა და, თუნდაც, ღირებულის დანახვის მცდელობა, რაც დაგვაფიქრებს გარშემო მყოფ მოვლენებზე და არათუ სხვანაირად დაგვანახებს მათ მნიშვნელობას, შეიძლება პატარა ცხოვრებისეული რჩევაც კი მოგვცეს.ილია ასიტაშვილის ფილმი, „სამზადისი“ სწორედ ამას გვთავაზობს – თანამედროვე ოჯახში, კონკრეტულად …