მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის
ადამიანის ცხოვრება ბევრი დაბრკოლებით, უიმედობით, სირთულეებითა და ხშირი დაღმასვლებით არის სავსე. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რაიმე ღირებულის შექმნას, ან თუნდაც წარმატების მოპოვებას, ან, იქნებ, უბრალოდ, ბედნიერად ცხოვრებას. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ასეთივე მრავალფეროვნები არიან ადამიანებიც, თავიანთი ინდივიდუალური ხასიათით, ინდივიდუალური სურვილებითა და მისწრაფებებით. განსხვავებულია ასევე თითოეულის დამოკიდებულება მიზნებისა და გეგმებისადმი. ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ …